ოლივინი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ოლივინი | |
|---|---|
| საერთო | |
| კატეგორია | მინერალთა ჯგუფი |
| ქიმიური ფორმულა | (Mg, Fe)2SiO4 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | ოლიფისებრ-მწვანე, ზეთისხილისებრ-მწვანე, თეთრი (ფორსტერიტი), ყავისფერი შავამდე (ფაიალიტი) |
| კრისტალოგრაფია | კრისტალების სახით იშვიათია. ქმნის პრიზმების, პინაკოიდებისა პირამიდების კომბინაციას. ჩვეულებრივ გვხვდება მკვრივი მარცვლოვანი აგრეგატებისა და ჩანაწინწკლების სახით. |
| კრისტალის სინგონია | რომბული |
| ტკეჩადობა | (010) მიმართ არასრული |
| მინერალის მონატეხი | ნიჟარისებრი |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6.5 (ფაიალიტი), 7 (ფორსტერიტი) |
| მინერალის ელვარება | მინისებრი, ტკეჩვადობის სიბრტყეზე-მეტალოიდური |
| ხაზის ფერი | თათრი ან რუხი |
| ხვედრითი წონა | 3.22 (ფორსტერიტი), 4.39 (ფაიალიტი) |
| ლღვობის ტემპერატურა | 1205o C (ფაიალიტი), 1890o C (ფორსტერიტი) |
ოლივინი — მაგნიუმის რკინის სილიკატი. ის არის ტიპიური ჰიპოგენური წარმოშობის მინერალი. ის კაჟმიწით გაუჯერებელი ქანების (ოლივინიტები, დუნიტები, პერიდოტიტები, კიმბერლიტები და სხვ.) ძირითადი ქანმაშენი მინერალია ქრომიტთან, შპინელებთან, მაგნეტიტთან, ილმენიტთან,გრანატებთან ასოციაციაში. აქცესორ-მინერალის სახით ოლივინი მონაწილეობს გაბრო-ბაზალტის ჯგუფის ქანებში ფუძე პლაგიოკლაზებთან და პიროქსენებთან ერთად.
სტატიის