ლიტვის ტურიზმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პოლონელ ტურისტთა ავტობუსები ძველ ვილნიუსში
ახალი ვილნიუსის ცენტრი
ლიტვა ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან.
სტატისტიკა [რედაქტირება]
ლიტვაში უცხოელ ვიზიტორთა მუდმივი ზრდა შემიჩნევა. 2006 წლის პირველ ნახევარში, ვიზიტორთა რაოდენობამ 11,1 %-ით მოიმატა 2005 წელთან შედარებით და 985 ათასი შეადგინა. ლიტვაში ტურისტები ძირითადად ჩადიან რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ბელარუსიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ესტონეთიდან და ფინეთიდან. მათი დიდი ნაწილი სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში ჩერდება.
2006 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ლიტვის სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით 13,7%-იანი ზრდა აჩვენა. ტურისტთა 51% უცხოელი იყო.
როგორც ადგილობრივებში, ისე უცხოელებში ძალზედ პოპულარულია აგროტურიზმი.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები [რედაქტირება]
ლიტვაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ძეგლი მდებარეობს:
- კერნავე — ბორცვზე მდებარე ციხესიმაგრეთა კომპლექსი და არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლიტვის ტროასაც“ კი უწოდებენ.
- კურშის ცელა
- ძველი ქალაქი ვილნიუსი — ლიტვის დიდი სამთავროს ძველი დედაქალაქი, უდიდესი აღმოსავლეთ ევროპაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
ლიტვა, ტურისტული მეგზური Wikivoyage-ზე- Lithuanian State Department of Tourism
- Free online travel guide of Lithuania: sights, cities, culture, history - True Lithuania website
- Lithuania Travel Guide
- Tourism in Lithuania
- Žemaitija National Park’s website
|
|||||||||||