კერნავე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kernavė - Hill forts 01.jpg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1137
რუს.ინგლ.ფრ.

კერნავე (ლიტვ. Kernavė) - სავარაუდო ადგილმდებარეობა, ძველი ლიტველების დედაქალაქი თანამედროვე შირვინტოსის რაიონში, მოგვიანებით ადგილი ვილნიუსიდან დას.-ით 50 კმ.-ში. მამასახლისთა ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც მოსახლეობა შეადგენდა - 307 ადამიანს (2001 წ.).

XIII ს.-ში კერნავე წარმოადგენდა მსხვილ ქალაქს, სადაც 5 ციხესიმაგრე იყო აშენებული. დღეისათვის კი მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, ყოფილი ქალაქის ადგილას კი ცხოვრობს დაახლოებით 200 ადამიანი. ამის მიუხედავად, ეს დასახლება ტურისტებისათვის დღემდე მიმზიდველია. 2004 წელს კარნავე იუნესკომ შეიტანა მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობათა სიაში.

სახელი[რედაქტირება]

საიუბილეო მონეტა, მიძღვნილი კერნავესთვის

წერილობით წყაროებში სახელის პირველი ხსენება (ლივონიის გარითმულ ქრონიკებში) უკავშირდება 1279 წელს. გვხვდება ვერსიები Kernowe (1279 წ.), Kernow (1365 წ.), კერნოვო (XVI ს.), კერნოვ (1689 წ.). „კერნავე“ მომდინარეობს მდ. კიარნავეს სახელიდან, რომელიც მდ. ვილიას (ნერისი) მარჯვენა შენაკადია.