ლაპეენრანტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი და
მუნიციპალიტეტი
ლაპეენრანტა
Lappeenranta
Lap-ta 2.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
გუბერნია სამხრეთი ფინეთი
რეგიონი სამხრეთი კარელია
კოორდინატები 61°03′30″ ჩ. გ. 28°11′10″ ა. გ. / 61.05833° ჩ. გ. 28.18611° ა. გ. / 61.05833; 28.18611
მმართველი კიმო იარვა
დაარსდა 1649
ადრეული სახელები ლაპვედენრანტა
ფართობი 1756 კმ²
ოფიციალური ენა ფინური
მოსახლეობა 72 391 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 50.5 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 53100
ოფიციალური საიტი http://www.lappeenranta.fi/

Lappeenranta.sijainti.suomi.2010.svg

Red pog.svg

ლაპეენრანტა[1] (ფინ. Lappeenranta), ასევე ვილმანსტრანდი (შვედ. Villmanstrand) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ფინეთში, აღმოსავლეთი ფინეთის გუბერნიაში, სამხრეთ კარელიის ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ისტორიული პროვინცია კარელიის დასავლეთ ნაწილში, საიმას ტბის სამხრეთ სანაპიროსთან, რუსეთ-ფინეთის საზღვრის მახლობლად. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 72 391 ადამიანს შეადგენდა, ამ მონაცემებით იგი ფინეთის ქალაქებს შორის 30-ე ადგილზეა.

ისტორია[რედაქტირება]

ლაპეენრანტის მოსახლეობის წინაპრები ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდის დასასრულიდან დასახლდნენ დღევანდელი საიმას ტბის ნაპირებზე. მათ ააშენეს საკუთარი სახლები სილიან სანაპირო ზოლზე. რკინის ხანის დასაწყისში ლაპეენრანტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დღევანდელი რამდენიმე სოფლის ადგილას, უკვე არსებობდა მუდმივი დასახლებები. ნაპოვნია ძველიკარელიური და შუა საუკუნეების სამარხები.

XVI საუკუნეში დასახლება ფიჭვის ფისისა და კუპრის ვაჭრობის ერთ-ერთი ცენტრი იყო.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Название согласно изданию «Финляндия, общегеографическая карта». М.: ФСГиКР, 1994. © Роскартография