სამხრეთი ფინეთი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| ადმინ. ცენტრი | ჰიამეენლინა |
| მოსახლეობა (2002) | 2,095,416 კაცი |
| სიმჭიდროვე | 61 კაცი/კმ² |
| ფართობი | 34,378 ათ. კმ² |
| დროის სარტყელი | + 02 |
სამხრეთი ფინეთი (ფინ Etelä-Suomen lääni) — ფინეთის ერთ-ერთი ყოფილი პროვინცია, რომელიც არსებობდა 1997 წლიდან, 2010 წლამდე. ესაზღვრებოდა 2 პროვინციას: ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – აღმოსავლეთ ფინეთის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთიდან – დასავლეთ ფინეთის პროვინციას, ასევე რუსეთს. ეკვრის ფინეთის ყურე. სამხრეთი ფინეთის პროვინციის დედაქალაქი იყო ჰიამეენლინა. უმსხვილესი ქალაქი – ჰელსინკი.
პროვინცია შეიქმნა 1997 წელს, რამდენიმე პროვინციის შეერთების შედეგად. თავის მხრივ იყოფოდა ექვს რეგიონად. მაგრამ 2010 წლის 1 იანვარს, ფინეთის ექვსივე პროვინცია გაუქმდა.[1]
ჩამოყალიბებული იყო ადმინისტრაციული რეფორმის მიერ 1997 წელს, მოიცავდა უუსიმაას, კიუმის, პიაიატ-ჰიამეს და კანტა-ჰიამეს გუბერნიებს, ასევე ქალაქ ჰეინოლას, რომელიც მიკელის გუბერნიის შემადგენლობიდან იყო გამოცალკევებული.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ New regional administration model abolishes provinces in 2010. Helsingin Sanomat International Edition. Sanoma Corporation (31 December 2009). წაკითხვის თარიღი: 1 January 2010.
|
|||||||