ერებრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ერებრე
შვედ. Örebro
ერებრეს ციხესიმაგრე
ერებრეს ციხესიმაგრე
ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 59°16′ ჩ. გ. 15°13′ ა. გ. / 59.267° ჩ. გ. 15.217° ა. გ. / 59.267; 15.217
ფართობი 49,27 კმ²
მოსახლეობა 107 038 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 172 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.orebro.se/

ერებრე მდებარეობა შვედეთი

Red pog.svg

ერებრე (შვედ. Örebro) — ქალაქი შვედეთში, ოსტენის ლენის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 107 038 ადამიანია.[1]

ისტორია[რედაქტირება]

1404 წლისთვის, სამეფო ქართიის საფუძველზე, ერებრემ ქალაქის სტატუსი მიიღო.

ერებრე ლიტერატურულად ხრეშიან ნაპირებს შორის გადებულ ხიდს ნიშნავს. მართლაც, ქალაქი ასე გამოიყურება. შუა საუკუნეებში ქალაქი ვაჭრობის ცენტრი იყო და წერილობით დოკუმენტში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება. არსებობის პირველი დღეების ნაგებობებს მიეკუთვნება ქალაქის ეკლესიის საძირკველი, რომელიც შემდეგში რამდენჯერმეა გადაკეთებული. ქალაქის ბუნებრივ ცენტრში, მდინარე სვარტენში მდებარე კუნძულზე აღმართულია ერებრეს ციხესიმაგრე, რომელიც ქალაქს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ციხე XIII საუკუნის ადრეულ წლებში, ბირგერ იარლის მმართველობისას აშენდა, 1560-იან წლებში კი გუსტავ ვაზას მმართველობისას იგი გაფართოვდა და გადაკეთდა.

ერებრეს ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს მიეკუთვნება 1810 წლის ასამბლეის შეხვედრა, სადაც ჟან-ბატისტ ბერნადოტი კრონ-პრინცად აირჩიეს.

მიუხედავად ვაჭრობის განვითარებისა, XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ერებრე პატარა ქალაქად რჩებოდა, ამ პერიოდიდან კი ფეხსაცმლის ინდუსტრიის განვითარებასთნ ერთად ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო.

გეოგრაფია და კლიმატი[რედაქტირება]

ერებრესა და მისი მიმდებარე ტერიტორიისათვის დამახასიათებელია დაბალი ტემპერატურა, ნოტიო კონტინენტური კლიმატი, რასაც არბილებს ახლომდებარე წყლები და გოლფსტრიმის დინება.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Tätorter 2010 (Swedish with English summary) (pdf). Statistics Sweden. წაკითხვის თარიღი: 2011-09-26.
  2. Twin Cities (English and Polish). The City of Łódź Office. წაკითხვის თარიღი: 2008-10-23.