კიბუცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერომ გოლანის კიბუცი, ბენთალის მთიდან ხედი.

კიბუცი (ივრ. קִבּוּץ‎; თავდაპ. קְבוּצָה, კვუცა — `ჯგუფი`) — სასოფლო-სამეურნეო კომუნა ისრაელში, რომლისთვის დამახასიათებელია მეურნეობის საერთო საკუთრება და შრომა-მოხმარებაში თანასწორობა. ეს არის კომუნალური თანაცხოვრების ფორმა, რომელიც სოციალიზმსა და სიონიზმს აერთიანებს.

კიბუციზმი დაიწყო, როგორც უტოპიური ექსპერიმენტი, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო "მეცნიერული" სოციალისტური მიდგომა აითვისა. ამჟამად, სოფლის მეურნეობა ნაწილობრივ ჩანაცვლებულია ეკონომიკის სხვა დარგებით, მათ შორის ინდუსტრიული და/ან მაღალტექნოლოგიური საწარმოებით. ისრაელის მოსახლეობის დაახ. 5% კიბუცებში ცხოვრობს. ზოგიერთ კიბუცს ასევე კიბუცნიკსაც უწოდებენ (ივრ.: קִבּוּצְנִיק‎).