გრეიპფრუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრეიპფრუტი
CDC gf.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ტეგანისებრნი
ქვეოჯახი: ნარინჯოვანნი
გვარი: ციტრუსები
სახეობა: გრეიპფტუტი
ლათინური სახელი
Citrus paradisi

გრეიპფრუტი, მტევნისებური პომპელმუსი (Citrus paradisi), ხეხილოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა. სიმაღლე 15 მ აღწევს. აქვს დიდი, ოვალური, ტყავისებრი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, მსხვილი და მომრგვალო ნაყოფი, ქსელი, ღია ყვითელი, ბზინვარე კანი, ყვითელი, იშვიათად — ვარდისფერი, ძლიერ წვნიანი და არომატული ტბილობი. ნაყოფი შეიცავს 88,5-90,9% წყალს; 3,86-6,78 შაქარს, 1,42-2,38% მჟავებს; კანი — 9,19-19,04% პექტინოვან ნივთიერებას. 100 გ წვენში დაახლოებით 45 მგ C ვიტამინია. გრეიპფრუტის ნაყოფი დიეტური და სამკურნალოა, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მადის აღმძვრელია. იყენებენ ნედლად, კომპოტის, მურაბისა და წვნის დასამზადებლად. ერთი ხიდან საშუალოდ 200-300 ცალი ნაყოფი იკრიფება. გავრცელებულია სუბტროპიკულ რაიონებში. საქართველოში შემოიტანეს XIX საუკუნის ბოლოს, ხარობს სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში. გრეიპფრუტის დარაიონებული ჯიშებია მარში სიდლისი, მსხლისებრი შედოკი, № 1642 ჰიბრიდი. მემცენარეობის სოხუმის სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში გამოიყვანეს № 1537 ჰიბრიდი, № 2974 ჰიბრიდი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 260-261, თბ., 1978