იანუშ კორჩაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იანუშ კორჩაკი

ჰენრიხ გოლდშმიტი (ფსევდონიმი იანუშ კორჩაკი) (დ. 22 ივლისი, 1878 – გ. 6 აგვისტო, 1942) — ებრაული წარმოშობის პოლონელი ექიმი, პედიატრი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

დაიბადა ვარშავაში. ბაბუამისი, ზვი ჰირშ გოლდშმიტი, ექიმი იყო ებრაულ საავადმყოფოში და აქტიურად იყო ჩართული სათვისტომოს ცხოვრებაში, ხოლო მამამისი, ჯოზეფი, განათლებით იურისტი იყო და პოლონურად თავის ნამუშევრებს აქვეყნებდა იუდაიზმის შესახებ.

კორჩაკმა პოლონური განათლება მიიღო და საერთოდ არ იცოდა არც ივრითი და არც იდიში. მან თავად კი არ განიცადა ასიმილირება, არამედ ის უკვე ასიმილირებულ ოჯახში დაიბადა.

კორჩაკმა მედიცინის სწავლა არჩია, რადგანაც მისი თქმით, უნდოდა რომ ხალხს დახმარებოდა, განსაკუთრებით სუსტთ, სიღარიბისა და მარტოობისგან დატანჯულებს. სტუდენტობის დროს პოლონურ სოციალისტურ პარტიებში აქტიურობდა, მაგრამ როდესაც მათ პოლიტიკურ მიზნებს და არსს ჩაწვდა, მიატოვა ისინი.