პედიატრია
ვიკიპედიიდან
პედიატრია (ბერძნ. παιδίον - ბავშვი, ιατρεία — მკურნალობა) არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ბავშვის ორგანიზმის სხვადასხვა ასაკობრივი პერიოდის ანატომიას, ფიზიოლოგიას, ბავშვთა სნეულებებს, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკას. პედიატრია მოიცავს: პრევენციულ, კლინიკურ, სამეცნიერო, სოციალურ და ეკოლოგიურ პედიატრიას.