აღარცინის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღარცინის მონასტერი

აღარცინი (სომხ. Հաղարծին) — სომხური მონასტერი ტავუშის პროვინციაში, სომხეთში, ქ. დილიჯანიდან 18 კმ-ში. აგებულია X-XIII საუკუნეებში.

მთავარი სამონასტრო ტაძარი (ღვთისმშობლის სახელობის) აგებულია 1281 წელს. ეკლესია სურბ გრიგორი, აგებული XI საუკუნეში, კომპლექსის უძველესი ნაგებობაა. XII-XIII საუკუნეებში ამ ეკლესიას გავიტი მიუშენეს. ეკლესია სურბ სტეპანოსი, აგებული 1244 წელს, წმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის ფორმისაა, თუმცა ზომით მცირეა.

მონასტრის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სატრაპეზო, აგებული 1248 წელს. აქვე მდებარეობს ბაგრატუნთა დინასტიის სამეფო სამარხი, რომელთაგან შემორჩენილია საფლავის ქვები და სტელები მეფეების სმბატისა და გაგიკის სახელებით. კომპლექსის ტერიტორიაზე რამდენიმე ხაჩკარი დგას.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]