ზამბეზიის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამბეზია
Zambézia
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 16 რაიონსა და 5 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი კელიმანე
მოსახლეობა (2007)
3 897 064 კაცი (2 ადგილი)
სიმჭიდროვე 37.11 კაცი/კმ²
ფართობი 105 008 კმ² (2 ადგილი)
ზამბეზია რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2
კოდი ISO 3166-2 MZ-Q

ზამბეზია (პორტ. Zambézia) — პროვინცია მოზამბიკში.

ზამბეზიის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ცენტრალურ ნაწილში, მალავის საზღვარსა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროებს შორის. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება ნიასისა და ნამპულის პროვინციები, სამხრეთით — სოფალისა და ტეტეს პროვინციები. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კელიმანე. ფართობი — 105 008 კმ². მოსახლეობა — 3 897 064 ადამიანი (2007).

პროვინციას სახელწოდება ეწოდა მდინარე ზამბეზისგან, რომელიც მას ჰყოფს სოფალის პროვინციისგან და ინდოეთის ოკეანეში ჩაედინება. ზამბეზიის ტერიტორია ოკეანის სანაპიროებზე დაფარულია მანგროს ჯუნგლებითა და ჭაობებით, უფრო შორს, კონტინენტის სიღრმეში, იწყება ტყის მასივები.

ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა. ზამბეზიაში მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, შაქრის ლერწამი, ჩაი, აკაჟუს კაკალი და ბამბა. გურუეს რაიონში მდებარეობს მოზამბიკში უდიდესი ჩაის პლანტაცია. ასევე განვითარებულია მეთევზეობა, კრევეტების ჭერა. პროვინციაში მოიპოვება და მუშავდება ძვირფასი ქვები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]