ნამპულის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ნამპულის პროვინცია
პორტ. Nampula
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
ადმ. ცენტრი ნამპულა
შიდა დაყოფა Angoche District, ერატის რაიონი, ლალაუის რაიონი, მალემის რაიონი, მეკონტის რაიონი, მეკუბურის რაიონი, მემბის რაიონი, მოჟინკუალის რაიონი, მოგოვოალასის რაიონი, მომის რაიონი, მონაპუს რაიონი, მოსურილის რაიონი, მუეკატის რაიონი, მურუპულის რაიონი, Nacala-a-Velha District, ნაკაროის რაიონი, Nampula District და Ribáuè District
კოორდინატები 15°15′00″ ს. გ. 39°30′00″ ა. გ. / 15.25000° ს. გ. 39.50000° ა. გ. / -15.25000; 39.50000
ფართობი 81 606 კმ²
მოსახლეობა 4 049 082 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 49,62 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2]]
ოფიციალური საიტი https://www.nampula.gov.mz/

ნამპულის პროვინცია (პორტ. Nampula) — პროვინცია მოზამბიკში.

ნამპულის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ის ესაზღვრება კაბუ-დელგადუს პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთით — ნიასის პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთით — ზამბეზიის პროვინციას. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე. ფართობი — 81 606 კმ². მოსახლეობა — 4 049 082 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია იყოფა 18 რაიონად და 5 ოლქად. მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს მაკუას ხალხი.

პორტუგალიური ბატონობის პერიოდში პროვინციას თავდაპირველად ერქვა მოზამბიკი, შემდეგ ეს სახელწოდება მთელს ქვეყანაზე გავრცელდა.

პროვინციაში ვითარდება სოფლის მეურნეობის წარმოება, მათ შორის: ანანასის, ბანანის, ყავის, ბამბის, სიმინდის, მანგოსა და თამბაქოსი.

ნამპულის პროვინციის შემადგენლობაში შედის კუნძული მოზამბიკი, რომელიც 1992 წელს შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაში.

პროვინციის რაიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]