ინიამბანეს პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინიამბანე
Inhambane
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 9 რაიონსა და 2 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი ინიამბანე
მოსახლეობა (2007)
1 301 967 კაცი (7 ადგილი)
სიმჭიდროვე 18.97 კაცი/კმ²
ფართობი 68 615 კმ² (7 ადგილი)
ინიამბანე რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2
კოდი ISO 3166-2 MZ-I

ინიამბანე (პორტ. Inhambane) — პროვინცია მოზამბიკში.

ინიამბანეს პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს სოფალის პროვინცია, ჩრდილო-დასავლეთით — მანიკის პროვინცია, დასავლეთით — გაზის პროვინცია. ინიამბანეს აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე. ფართობი — 68 615 კმ². მოსახლეობა — 1 301 967 ადამიანი (2007). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ინიამბანე. პროვინცია დაყოფილია 9 რაიონად და 2 ოლქად.

ინიამბანეს პროვინციაში კლიმატი ტროპუკულია, სანაპიროზე — ნოტიო, ხოლო ღრმა რაიონებში — მშრალი. სანაპიროების გაყოლებაზე არის მრავალი მანგროს ჭაობი.

ადგილობრივი მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა — სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა. პროვინციაში მოჰყავთ აკაჟუს კაკლები (მეორე ადგილი მოზამბიკში, ნამპულის პროვინციის შემდეგ), ციტრუსები და ქოქოსის კაკლები.

ინიამბანეს ევროპელები პირველად ესტუმრნენ 1498 წელს (ვასკო და გამას ექსპედიცია). პირველი პორტუგალიური დასახლება წარმოიქმნა 1534 წელს.

პროვინციის რაიონები[რედაქტირება]