გაზის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაზა
Gaza
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 11 რაიონსა და 4 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი შაი-შაი
მოსახლეობა (2007)
1 251 323 კაცი (8 ადგილი)
სიმჭიდროვე 16.53 კაცი/კმ²
ფართობი 75 709 კმ² (5 ადგილი)
გაზა რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2
კოდი ISO 3166-2 MZ-G

გაზა (პორტ. Gaza) — პროვინცია მოზამბიკში.

გაზის პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის სამხრეთ ნაწილში. მისგან ჩრდილოეთით მდებარეობს მანიკის პროვინცია, აღმოსავლეთით — ინიამბანეს პროვინცია, სამხრეთით — მაპუტუს პროვინცია. გაზის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ზიმბაბვეს შორის, დასავლეთით — სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის. გაზას სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე.

პროვინციის მთავარი ქალაქი — შაი-შაი. ადმინისტრაციული თვალსაზრისით გაზა დაყოფილია 11 რაიონად და 4 ოლქად. პროვინციის ფართობი — 75 709 კმ². მოსახლეობა — 1 251 323 ადამიანი (2007).

პროვინციის რაიონები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]