ნიასის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიასა
Niassa
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 15 რაიონსა და 3 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი ლიშინგა
მოსახლეობა (2007)
1 182 393 კაცი (10 ადგილი)
სიმჭიდროვე 9.16 კაცი/კმ²
ფართობი 129 056 კმ² (1 ადგილი)
ნიასა რუკაზე
დროის სარტყელი UTC+1, სექტემბრიდან აპრილამდე UTC+2
კოდი ISO 3166-2 MZ-A

ნიასა (პორტ. Niassa) — პროვინცია მოზამბიკში.

ნიასის პროვნცია მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილოეთ ნაწილში. პროვინციის ჩრდილოეთით მიედინება მდინარე რუვუმა, რომელზეც გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და ტანზანიას შორის. პროვინციის დასავლეთით ძევს ტბა ნიასა, რომელზეც გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და მალავის შორის. ნიასას ჩრდილოეთით ესაზღვრება კაბუ-დელგადუს პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ნამპულისა და ზამბეზიის პროვინციები

ნიასის პროვინციის ფართობი — 129 056 კმ². მოსახლეობა — 1 182 393 ადამიანი (2007). მთავარი ქალაქი — ლიშინგა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ნიასის პროვინცია იყოფა 15 რაიონად და 3 ოლქად.

ნიასის პროვინცია არის ყველაზე „მაღლამდებარე“ მოზამბიკში. ის განლაგებულია ზღვის დონიდან 700 მეტრ სიმაღლეზე (საშუალოდ). ლიშინგის პლატო, რომელიც პროვინციის დაახლოებით 1/4 ნაწილს იკავებს, მდებარეობს 1500 მეტრ სიმაღლეზე. ნიასის უმაღლესი წერტილი — ჯეზის მთა (1836 მეტრი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]