ტეტეს პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტეტე
Tete
ქვეყანა მოზამბიკის დროშა მოზამბიკი
სტატუსი პროვინცია
მოიცავს 11 რაიონსა და 3 ოლქს
ადმინისტრაციული ცენტრი ტეტე
მოსახლეობა (2007)
1 801 528 კაცი (3 ადგილი)
სიმჭიდროვე 17.89 კაცი/კმ²
ფართობი 100 724 კმ² (3 ადგილი)
ტეტე რუკაზე
დროის სარტყელი UTC+2
კოდი ISO 3166-2 MZ-T

ტეტე (პორტ. Tete) — პროვინცია მოზამბიკში.

ტეტეს პროვინცია მდებარეობს მოზამბიკის ჩრდილო-დასავლეთით. მისგან აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი მოზამბიკსა და მალავის შორის, ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთით — სახელმწიფო საზღვარი ზამბიასთან, დასავლეთით — საზღვარი ზიმბაბვესთან. ტეტეს სამხრეთით ესაზღვრება მანიკის, სოფალისა და ზამბეზიის პროვინციები.

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტეტე (101 984 ადამიანი 1996 წლის მონაცემებით). ტეტს პროვინცია იყოფა 11 რაიონად და 3 ოლქად. ფართობი — 100 724 კმ². მოსახლეობა — 1 801 528 ადამიანი (2007).

პროვინციის ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტია მოპანეს ტევრი და ბალახიანი მდელოები. ტეტეში მიედინება მდინარე ზამბეზი, რომელიც ქმნის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ხელოვნურ ტბას — კახორა-ბასას.

ადგილობრივი მცხოვრებლების ძირითადი საქმიანობა (მოსახლეობის 3/4-ზე მეტისთვის) არის სოფლის მეურნეობა. წარსულში აქ ძირითადად ბამბა მოჰყავდათ; ამჟამად მისი ადგილი თამბაქომ დაიკავა. მხოლოდ 2003-2006 წლებში თამბაქოს წარმოება პროვინციაში 2-ჯერ გაიზარდა. ტეტეში აგრეთვე არის ქვანახშირის, ბოქსიტის, ოქროს, რკინის, ნიკელის, სპილენძის და სხვა სასარგებლო წიაღისეულების საბადოები.

ტეტეს პროვინცია ძლიერ დაზიანდა მოზამბიკის სამოქალაქო ომის დროს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]