ეზრი დაქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეზრი დაქსი
Ezri dax arrival.jpg
რასა ტრილი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2354[1]
საქმიანობა მრჩეველი კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9
წოდება ენსინი, ლეიტენანტი
თანამდებობა მრჩეველი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
მსახიობი ნიკოლ დე ბოიერი
imdb IMDb პროფილი

ჯაძია დაქსი (ინგლ. Ezri Dax) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9.

ინფორმაცია პერსონაჟზე[რედაქტირება]

ბენჯამინ სისკო წარუდგენს ეზრი დაქსს ეკიპაჟს

ეზრი დაქსი პირველად გამოჩნდა მეშვიდე სეზონია პირველ სერიაში. იგი იყო ტრილი რომელიც მსახურობდა ვარსკვლავურ ფლოტში. აკადემიის დასრულების შემდეგ იგი დაინიშნა ხომალდზე USS Destiny ხომალდის მრჩევლის თანაშემწედ.

როცა კაპიტან-ლეიტენანტი ჯაძია დაქსი მოკლულ იქნა სადგურზე ღრმა კოსმოსი 9, დაქსის სიმბიოტი ექიმმა ბაშირმა გადაარჩინა და იგი გაგზავნილ იქნა სამშობლოში ხომალდზე USS Destiny. გზად მისი მდგომარეობა გაუარესდა და რადგან ერთადერთი ტრილი ხომალდზე იყო ეზრი, მას სთხოვეს სიმბიოტთან შეერთება მის გადასარჩენად. ეზრი დაქსის მეცხრე მატარებელია.

ამის შემდეგ ეზრი დაქსმა მიიღო დანიშნულება სადგურზე ღრმა კოსმოსი 9 და ლეიტენანტის წოდება. მან დაიწყო მუშაობა მრჩევლად.

ეზრი და ჯულიანი

ჯაძია დაქორწინებული იყო კაპიტან-ლეიტენანტ ვორფზე. თავდაპირველად ეზრის და ვორფს უჭირდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი დამეგობრდნენ.

სერიალის ბოლოს ეზრისა და ექიმ ჯულიან ბაშირს შორის იწყება რომანი.

კასტინგი[რედაქტირება]

ეზრის პერსონაჟი სერიალში გამოჩნდა ტერი ფარელის წასვლის შემდეგ (ჯაძია დაქსი მოკლულ იქნა დუკატის მიერ). ნიკოლ დე ბოიერი მონაწილეობდა სინჯებში 1998 წელს. იმ დოისთვის იგი ითვლებოდა პერსპექტიულ მსახიობად. ის იწერდა სინჯებს საკუთარი კამერით. დე ბოიერმა აღიარა რომ თავდაპირველად არც კი იცოდა რა არის ტრილი. თუმცა მან ნახა სერიალის ყველა წინა სერია, რათა თვალყური მიედევნებინა ჯაძიას პერსონაჟის განვითარებისათვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება]