ჯაძია დაქსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯაძია დაქსი
JadziaDax.jpg
რასა ტრილი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2341
გარდაცვალების თარიღი 2374
საქმიანობა

ღრმა კოსმოსი 9

USS დეფაიანტი
წოდება ლეიტენანტი, ლეიტენანტ-კომანდერი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი ვორფი (მეუღლე)
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
მსახიობი ტერი ფარელი
imdb IMDb პროფილი

ჯაძია დაქსი (ინგლ. Jadzia Dax) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჯაძია დაიბადა 2341 წელს ტრილზე. იგი იზრდებოდა მშობლებთან და დასთან ერთად. თავის ოჯახში იგი იგი იყო ერთადერთი, რომელიც შეუერთდა სიმბიოტს. ჯაძია სწავლობდა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ წარდგა სიმბიოზთან შეერთებისათვის კომისიის წინაშე. აკადემიაში მან მიაღწია წარმატებას აცტროფიზიკაში, ექზოარქეოლოგიაში, ეკზობიოლოგიაში და ზოოლოგიაში. თავდაპირველად მას უარი ეთქვა შეერთებაზე, თუმცა კურზონ დაქსის მიერ დაბრუნებულ იქნა პროგრამაში და გახდა ისტრიაში პირველი ტრილი, რომელმაც წარმატებით დაასრულა პროგრამა პირველი უარის შემდეგ. იგი შეუერთდა დაქსის სიმბიოტს 2367 წელს.

2369 წელს 28 წლის ლეიტენანტი ჯაძია დაქსი დაინიშნა კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9, როგორც ოფიცერი მეცნიერების დარგში, კაპიტან ბენჯამინ სისკოს მეტაურობიშ ქვეშ. კაპიტანი სისკო იყო კურზონ დაქსის მეგობარი. მალე ჯაძიამ და სისკომ აღმოაჩინეს სივრცითი ანომალია სადგურის ახლოს, რომელიც უკავშირდებოდა გამა კვადრანტს.

იმავე წელს ჯაძია გაასამარტლეს დანაშაულისატვის, რომელიც, როგორც ამტკიცებდნენ კურზონმა ჩაიდინა. საბოლოო ჯამში იგი გაამართლეს და ყველა ბრალდება მოუხსნეს. 2370 წელს დაქსის სიმბიოტი ძალის გამოყენებით ამოცლი იქნა შეუერთებელი ტრილის ვერადის მიერ. მოგტვიანებით იგი დააკავე და სიმბიოტი დაუბრუნდა ჯაძიას.

ვორფის და ჯაძიას ქორწილი

ჯაძია მონაწილეობდა ომში დომინიონის წინააღმდეგ. იგი მეტაურობდა დეფაიანტს და დანაღმა გასასვლელი გამა კვადრანტში, რათა შეეჩერებინა დომინიუონის შემოჭრა. როცა დომინიონისა და კარდასიის ფლოტმა დაიკავაღრმა კოსმოსი 9 ჯაძიამ გადაიყვანა დეფაიანტი უსაფრთხი ადგილას. ჯაძია ასევე მონაწილეობდა არაერთ ოპერაციაში ომის განმავლობაში.

2374 წელს ჯაძია ცოლად გაჰყვა ვორფს. იმავე წელს მატ გადაწყვიტეს შვილის გაჩენა. მიუხედავად ბიოლოგიური განსხვავებებისა ექიმმა ბაშირმა ჩათვალა რომ ეს შესაძლებელია. ამის გაგების შემდეგ ჯაძია წავიდა ტაძარში, სადაც მას თავს დაესხა გალ დუკატი და მოკლლა იგი.

ჯაძიას სიკვდილის შემდეგ დაქსის სიმბიოტის გადარჩენა მოხერხდა და იგი მიიღო სხვა ტრილმა ეზრი ტიგანმა, რომელსაც შემდეგ ეწოდა ეზრი დაქსი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება]