დუშეთის კობიანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დუშეთის კობიანთკარის ეკლესია

დუშეთის კობიანთკარის ეკლესიაეკლესია დუშეთის სამხრეთ-დასავლეთით, ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი აღდგენილია: დასავლეთ კედელი მთელ სიმაღლეზე იყო გარღვეული, ჩამოშლილი იყო კრამიტის საბურავი, ფასადებზე აქა-იქ ამოცვენილი იყო საპირე ქვები, აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწით იყო დაფარული.

ეკლესია დარბაზულია (9,1 X 5,7 მ), ნაგებია აგურით და რიყის ქვით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანია. გრძივი კედლების შუაში თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომლებზეც კამარის ნახევარწრიული საბჯენი თაღია გადაყვანილი. ნახევარწრიულ აფსიდაში და დარბაზის სამივე კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. აბსიდის სარკმლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია. ასეთივე ნიშებია აბსიდის მხრებთან, დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ფასადები სადაა. დასავლეთის ფასადზე შესასვლელი სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. კარის ზემოთ კვადრატული ფორმის ღრმა ნიშია, რომელსაც საფეხურებად დამუშავებული გადახურვა აქვს. შესასვლელის ორივე მხარეს გამოყვანილია შეღრმავებული ჯვრები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]