კაიშაურნის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიშაურნის სამლოცველო, მხედართა ხატიარქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაიშაურნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მაღალი, ფრიალო კლდის კიდეზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. სამლოცველო გეგმით თითქმის კვადრატულია (3,3 x 2,9 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. იგი ორივე მხრიდან ბრტყლადაა გადახურული. აღმოსავლეთით სწორ კედელში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც საფეხუროვანი ძირი აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. ინტერიერი გადახურულია სხმული, ფერდებგაბრტყელებული კამარით. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით. შენობა ფიქლითაა გადახურული. მსხვილი ქვით ნაშენი გალავნიდან მხოლოდ ნაშთია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]