ბოდავის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი
ბოდავის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბოდავის დასავლეთით, 1,5 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით დუღაბზე. დანგრეულია: ჩამოშლილია კამარა, კედლების ზედა ნაწილი და საპირე წყობა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი.
კოშკი სწორკუთხაა. ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია სამი სართული. დაზიანებულია: ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილი და ხის სართულშუა გადახურვა.
გალავანი წრიული ფორმისაა. შემორჩენილია ფრაგმენტულად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- წიკლაური ივ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 229.