ანანურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა გიორგის ეკლესია — მდებარეობდა ანანურსა და ჟინვალს შორის, ნასოფლარ ფიტავის ტერიტორიაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. დაანგრიეს 1975 წელს.

ეკლესია აგებული იყო რიყის ქვით და კვადრატული აგურით. გადახურვა ჩაქცეული ჰქონდა, ხოლო კედლები ძლიერ დაზიანებული. ეკლესიის შიგნით, ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა ვერცხლის ოთხი თასი, ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი და ბორაყი, რომლებიც ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]