კუჭეჭის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუჭეჭის ხატი — საკულტო ძეგლი, მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუჭეჭის დასავლეთით, მაღალი მთის წვერზე. აგებულია დანგრეული ეკლესიის ქვებით. წყობა მშრალია. დაბალი გალავნით შემოფარგლული წრიული ფორმის პატარა ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში, შირიმის მთლიანი ქვის ოთხწახნაგა ქვა დგას, რომელიც ცერად ჩამოკვეთილი თაროთია დასრულებული. დასავლეთ წახნაგზე ოთხი ნახევარსვეტია გამოყვანილი, რომელთა შორის მოქცეულია თითო ნახევარწრიული ჩაღრმავება. ანალოგიურადაა გაფორმებული ჩრდილოეთი და სამხრეთი წახნაგები. აღმოსავლეთი წახნაგი სადაა. სალოცავის ჩრდილოეთით, 300 მეტრზე თუნუქის კონუსებრი სახურავით გადახურული საზარე დგას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]