ნინიანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინიანთკარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ლაფანაანთკარის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში, სასაფლაოზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის აფსიდის მცირე ნაწილი და დასავლეთი კარის წირთხლის ფრაგმენტი. ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. ნანგრევებში შერეულია სუფთად დამუშავებული შირიმის ქვები და გვერდებაკეცილი კრამიტის ნამტვრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]