ხათუნა კალმახელიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 დეკემბერი, 2009 – 19 სექტემბერი, 2012
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი
მემკვიდრე გიორგი ლორთქიფანიძე

დაბადებული 11 თებერვალი, 1979
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
განათლება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
პროფესია დიპლომატი

ხათუნა კალმახელიძე (დ. 11 თებერვალი, 1979, თბილისი) — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი 2009-2012 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

2001-2005 წლებში სწავლობდა ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტის ჰანტერის კოლეჯში, პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და მიიღო ბაკალავრის წოდება. 2005-2007 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ელიოტის სახელობის სკოლაში, რომელიც დაამთავრა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით და მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის წოდება.

2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მისიაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. 2006 წელს მუშაობდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES) პოლიტიკურ-ფინანსური კვლევების მიმართულებით. 2008-2009 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2009 წლის 21 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად. 2012 წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, გადადგა თანამდებობიდან.

ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი შაშკინი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
2009-2012
შემდეგი:
გიორგი ტუღუში