ბაჩო ახალაია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბაჩანა ახალაია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაჩანა ახალაია
ბაჩანა ახალაია
საქართველო
საქართველოს
საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივლისი, 2012 – 20 სექტემბერი, 2012
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ივანე მერაბიშვილი
წინამორბედი ივანე მერაბიშვილი
მემკვიდრე ეკატერინე ზღულაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 აგვისტო 2009 – 4 ივლისი, 2012
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
წინამორბედი ვასილ სიხარულიძე
მემკვიდრე დიმიტრი შაშკინი

დაბადებული 24 ოქტომბერი 1980
ზუგდიდი, საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მამა როლანდ ახალაია
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბაჩანა (ბაჩო) ახალაია (დ. 24 ოქტომბერი, 1980, ზუგდიდი, საქართველო) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2012 წლის 4 ივლისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე.

2004 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 2003-2004 წლებში ასოციაცია „თავისუფლების ინსტიტუტის” პროექტის კოორდინატორი იყო; 2004-2005 წლებში — სახალხო დამცველის მოადგილე; 2005-2008 წლებში — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; ხოლო 2009 წლის 28 აგვისტოდან 2012 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო. 2012 წლის 4 ივლისს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა იმავე წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში პატიმრების წამების ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ, საზოგადოებაში მისი გათავისუფლების მოთხოვნა აგორდა. შედეგადაც, 20 სექტემბერს, ახალაიამ თანამდებობა დატოვა.

ბაჩო ახალაია საქართველოს სახალხო დამცველისა და ქართული ოპოზიციის მხრიდან ადამიანის უფლებების, მათ შორის პატიმრების, ხელყოფაშია დადანაშაულებული. მასვე ადანაშაულებენ 2006 წლის 27 მარტს, ორთაჭალის ციხეში მომხდარი ბუნტის პროვოცირებასა და 2012 წლის სექტემბრის მოვლენებში, რაც გლდანის ციხეში პატიმრების წამებას უკავშირდებოდა.[1][2][3][4][5][6]

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვასილ სიხარულიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2009 – 2012
შემდეგი:
დიმიტრი შაშკინი
წინამორბედი:
ივანე მერაბიშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2012
შემდეგი:
ეკატერინე ზღულაძე (მ.შ.)
ირაკლი ღარიბაშვილი