გრონინგენის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დევიზი | Verbum domini lucerna pedibus nostris |
|---|---|
| დაფუძნდა | 1614 წელს |
| ტიპი | სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| რექტორი | ელმერ სტერკენი |
| პრეზიდენტი | სიბრანდ პოპემა |
| მდებარეობა | გრონინგენი, ნიდერლანდი |
| ვებგვერდი | www.rug.nl |
გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლ. Rijksuniversiteit Groningen) — ნიდერლანდის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი უნივერსიტეტი ქალაქ გრონინგენში. დაარსდა 1614 წელს. მისი არსებობის მანძილზე იგი 100 ათ. სტუდენტმა დაამთავრა. კოიმბრის ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია. 2012 წლის აპრილში გრონინგენის უნივერსიტეტი დასახელდა როგორც ნიდერლანდის საუკეთესო უნივერსიტეტი. აქვს 9 ფაკულტეტი და ამდენივე ასპირანტურა, 27 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და 175-ზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამა. ჰყავს 28 200 სტუდენტი (2011 წლის 1 ოქტომბერი).
ფაკულტეტები [რედაქტირება]
| ეკონომიკა და ბიზნესი | ვებ-გვერდი |
| ხელოვნება | ვებ-გვერდი |
| სამართალი | ვებ-გვერდი |
| თეოლოგია და რელიგიათმცოდნეობა | ვებ-გვერდი |
| ფილოსოფია | ვებ-გვერდი |
| საზოგადოებრივი მეცნიერებები | ვებ-გვერდი |
| მედიცინა | ვებ-გვერდი |
| მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები | ვებ-გვერდი |
| სივრცითი მეცნიერებები | ვებ-გვერდი |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (ნიდერლანდური) (ინგლისური)
|
|||||