გრეიტ-ბარიერის კუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: Great Barrier Island | |
|---|---|
| გეოგრაფია | |
| მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
| კოორდინატები | / |
| ფართობი | 285 კმ² |
| უმაღლესი წერტილი | 621 მ ჰობსონის მთა |
| დემოგრაფია | |
| მოსახლეობა | 852 (2006) |
| სიმჭიდროვე | 3 /კმ² |
გრეიტ-ბარიერის კუნძული (ინგლ. Great Barrier Island) — მეოთხე უდიდესი კუნძული ახალი ზელანდიის მთავარ კუნძულთა ჯაჭვში და მეექვვსე მთლიანად ქვეყანაში. მდებარეობს ქალაქ ოკლენდიდან 100 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჰაურაკის ყურის განაპირას. ფართობი 285 კმ²-ს შეადგენს. უმაღლესი წერტილია ჰობსონის მთა, ზღვის დონიდან 621 მეტრზე.[1]
კუნძული თავდაპირველად მხოლოდ მისი მინერალური რესურსებისა და აგათისის ხეების გამო გამოიყენებოდა. დღეს მას ჰყავს მცირე მოსახლეობა, 852 ადამიანი, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში არიან ჩართულნი.[2] კუნძულის გარემოს უდიდესი ნაწილი ნაკრძალს წარმოადგენს და ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტის მიერ იმართება.[1]
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Great Barrier Island at Tourism Auckland with details of travel, accommodation and activities
- Great Barrier Visitor Information Directory (comprehensive, list-for-free directory)
- Great Barrier Island Map, Accommodation Directory, Business Directory, Image Gallery, Free Screensavers & Desktop Wallpapers.
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 Great Barrier Island Aotea brochure, Back (from the New Zealand Department of Conservation|Department of Conservation. Accessed 2008-06-04.)
- ↑ Great Barrier Island (from the Auckland City Council website)