სამხრეთი კუნძული
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მშობ. სახელი: ინგლ. South Island მაორი. Te Wai-pounamu |
|
|---|---|
| გეოგრაფია | |
| კოორდინატები | / / |
| ქვეყანა | |
სამხრეთი კუნძული (ინგლ. South Island, მაორი. Te Wai-pounamu) — ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი კუნძული, ფართობი 150 437 კმ²[1], სიდიდით მე-12 მსოფლიოში. კუნძულზე დაახ. მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც ახალი ზელანდიის მოსახლეობის მიახ. 24% შეადგენს. კუნძულზე მდებარე დიდი ქალაქებია — დანიდინი და კრაისტჩერჩი. ჩრდილოეთიდან გამოყოფილია კუკის სრუტით. კუნძულის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულია სამხრეთი ალპები, რომლეზეც მდებარეობს ახალი ზელანდიის უმაღლესი მწვერვალი კუკის მთა (3764 მ). აღმოსავლეთით მდებარეობს კენტერბერის ვაკე, სამხრეთ-დასავლეთით — სუთლენდის დაბლობი და ოტაგოს პლატო. ჰავა სუბტროპიკულია, ზღვისა, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში — ზომიერი. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Quick Facts - Land and Environment : Geography - Physical Features. Statistics New Zealand (2000). წაკითხვის თარიღი: 13 August 2012.