ჩრდილოეთი კუნძული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩრდილოეთი კუნძული (მრავალმნიშვნელოვანი).
ჩრდილოეთი კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. North Island
მაორი. Te Ika-a-Māui
NZNorthIsland.png
ჩრდილოეთი კუნძულის პოლიტიკური რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 38°24′ ს. გ. 175°43′ ა. გ. / 38.400° ს. გ. 175.717° ა. გ. / -38.400; 175.717
ფართობი 113 729 კმ²
უმაღლესი წერტილი 2797 მ
რუაპეჰუ
ქვეყანა
უდიდესი ქალაქი ოკლენდი (მოს. 1 333 300)
დემოგრაფია
მოსახლეობა 3 422 200 (2013)
სიმჭიდროვე 30,09 ად. /კმ²

ჩრდილოეთი კუნძული (ინგლ. North Island, მაორი. Te Ika-a-Māui) — ახალი ზელანდიის ორი დიდი კუნძულიდან ერთი. სამხრეთი კუნძულიდან გამოყოფილია კუკის სრუტის მეშვეობით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის ფართობი შეადგენს 113 729 კმ²[1], მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მხრივ მე-14 ადგილი უკავია და სიდიდით მეორეა (სამხრეთი კუნძულის შემდეგ) ახალ ზელანდიაში.

ჩრდილოეთ კუნძულზე, მიშვნელოვნად ნაკლებადაა მთები, ვიდრე სამხრეთ კუნძულ. მისი ყველაზე მაღალი წერტილია — აქტიური ვულკანი რუაპეჰუ (2797 მ.). მაგრამ ჩრდილოეთის კუნძულზე არსებობს მაღალი ვულკანური აქტივობა, რის შედეგადაც ქვეყნის ექვსი ვულკანური ზონიდან ხუთი მდებარეობს ზუსტად აქ.

ჩრდილოეთ კუნძულის ზუსტად ცენტრში მდებარეობს ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი ტბა ტაუპო. აქედან მოედინება ახალ ზელანდიაში ყველაზე გრძელი მდინარე უაიკატო, რომლის სიგრძე შეადგენს 425 კმ-ს.

კუნძულის საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს +16 °C-ს. კუნძულის დასავლეთით მდებარეობს ეგმონტის ეროვნული პარკი.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2013 წლის ივნისის მოსახლეობის შეფასების მიხედვით აქ ცხოვრობს 3 422 200 ადამიანი.[2]

ჩრდილოეთის კუნძულზე მდებარეობს თორმეტი ქალაქი: ოკლენდი, ნიუ-პლიმუთი, ტაურანგა, გიზბორნი, ნეიპირი, ჰამილტონი, ჰეისტინგსი, პალმერსტონ-ნორთი, როტორუა, უონგანუი, უანგარეი და ქვეყნის დედაქალაქი ველინგტონი. ქალაქების მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს კუნძულის სამხრეთ ნაწილში. ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 76 % სწორედ ჩრდილოეთ კუნძულზე ცხოვრობს.

ადმინისტრაციული წყობა[რედაქტირება]

ადმინისტრაციულად კუნძული იყოფა ცხრა რეგიონად.

ნორთლანდი ოკლენდი ოკლენდი ოკლენდი უაიკატო Bay of Plenty გიზბორნი ჰოკს-ბეი ტარანაკი მანავატუ-უანგანუი უელინგტონი ტასმანი ტასმანი ნელსონი მარლბორო მარლბორო უესტ-კოსტი უესტ-კოსტი კენტერბერი ოტაგო საუთლანდი საუთლანდიRegions of New Zealand
ამ ფაილის შესახებ
№ რუკაზე რეგიონი რეგიონული საბჭო ადმინისტრაციული ცენტრი კუნძული ფართობი
(კმ²)[3]
მოსახლეობა[4]
ად. (2013)
ISO 3166-2
1 ნორთლენდი ნორთლენდის რეგიონული საბჭო უანგარეი ჩრდილოეთი 13 941 151 692 NZ-NTL
2 ოკლენდი (1) ოკლენდის საბჭო ოკლენდი ჩრდილოეთი 5600 1 415 550 NZ-AUK
3 უაიკატო ჰამილტონი ჩრდილოეთი 25 598 403 638 NZ-WKO
4 ბეი-ოვ-პლენტი ბეი-ოვ-პლენტის რეგიონული საბჭო ტაურანგა ჩრდილოეთი 12 447 267 741 NZ-BOP
5 გიზბორნი (1) გიზბორნის რაიონული საბჭო გიზბორნი ჩრდილოეთი 8351 43 656 NZ-GIS
6 ჰოკს-ბეი ჰოკს-ბეის რეგიონული საბჭო ნეიპირი ჩრდილოეთი 14 164 151 179 NZ-HKB
7 ტარანაკი ტარანაკის რეგიონული საბჭო სტრატფორდი ჩრდილოეთი 7273 109 608 NZ-TKI
8 მანავატუ-უანგანუი ჰორიზოუნსის რეგიონული საბჭო პალმერსტონ-ნორთი ჩრდილოეთი 22 215 222 672 NZ-MWT
9 უელინგტონი დიდი უელინგტონის რეგიონული საბჭო უელინგტონი ჩრდილოეთი 8124 471 315 NZ-WGN
სულ 117 713 3 237 051

(1) ამ რეგიონებს მართავს უნიტარული სამმართველო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ახალი ზელანდიის სტასტისტიკა ფიზიკურ-გეოგრაფიული თავისებურებანი
  2. ახალი ზელანდიის მოსახლეობის შეფასება (2013 წელი)
  3. Living Density: Table 1, Housing Statistics, Statistics New Zealand. Accessed 25 January 2009. Areas are based on 2001 boundaries. Water bodies greater than 15 hectares are excluded.
  4. მოსახლეობის აღწერა (2013)