გარიკ ისრაელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარიკ ისრაელიანი
დაბ. თარიღი 1963
დაბ. ადგილი ერევანი
მოქალაქეობა  სსრკ
 სომხეთი
საქმიანობა ასტროფიზიკოსი
მუშაობის ადგილი Instituto de Astrofísica de Canarias
ალმა-მატერი Q16379918?
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

გარიკ ისრაელიანი (სომხ. Գարիկ Իսրայելյան; დ. 1963) — სომეხი-ესპანელი ასტროფიზიკოსი და მეცნიერი. Starmus Festival-ის დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარიკ ისრაელიანი დაიბადა ერევანში, სომხეთში, 1963 წელს. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1987 წელს, პირველი კლასის დიპლომით ფიზიკაში, ხოლო 1992 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისრაელიანი მას შემდეგ მუშაობდა ლექტორად და მკვლევრად უტრეხტში (ნიდერლანდები), ბრიუსელში (ბელგია) და სიდნეიში (ავსტრალია). 1997 წლიდან მუშაობდა ასტროფიზიკის ინსტიტუტში, და პროფესორად ლა-ლაგუნას უნივერსიტეტში, ტენერიფეში.

ისრაელიანმა გამოაქვეყნა 250-ზე მეტი სამეცნიერო სტატია უამრავ საკითხთზე, მზის პლანეტების აღმოჩენიდან დაწყებული, დამთავრებული შავი ხვრელებისა და ნეიტრონული ვარსკვლავებით. [1] ბრაიან მეი თავის სადოქტორო დისერტაციაში ისრაელიანს ასახელებს, როგორც „... ჩემი მთავარი თანამშრომელი ამ სამუშაოზე ... ყველაზე მეტად დამეხმარა ამ სადოქტორო სამუშაოს ბოლო ეტაპებზე“. [2] [3]

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ისრაელიანის ხელმძღვანელობით მზის ატმოსფეროში ლითიუმის დაბალი სიმრავლის ანომალიის ახსნა მოახერხა და ეს ფაქტი მზის სისტემაში პლანეტების არსებობას დაუკავშირა. [4]

2001-2003 წლებში ისრაელიანი ატარებდა 30 საათიანი ასპირანტურის კურსს რადიაციული გადაცემის, ვარსკვლავური ატმოსფეროსა და სპექტროსკოპიის შესახებ ტოკიოს, იაპონიის, ჟენევის და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. იყო მოწვეული პროფესორი Caltech-ში (2000), იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიაში (2003), ტრიესტის ობსერვატორიაში (იტალია) და სხვა. მოხსენებით გამოვიდა 30-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაზე. 2009 წელს ისრაელიანი მიიწვიეს ოქსფორდში TED Global-ზე სასაუბროდ. [5] 2016 წლის ივნისში ისრაელიანი გამოჩნდა Larry King Now-ში, სტივენ ჰოკინგთან ერთად, რათა განეხილათ სტარმუსის ფესტივალი, ხელოვნური ინტელექტი და კოსმოლოგია.

ვარსკვლავების ხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს გარიკ ისრაელიანმა შეადგინა ვარსკვლავების სხეულებში წარმოქმნილი აკუსტიკური ხმის ტალღების უნიკალური ბიბლიოთეკა. ამ კვლევითმა პროექტმა შთააგონა დოქტორ ისრაელიანს, გაეერთიანებინა ძალები დოქტორ ბრაიან მეისთან, ასტროფიზიკოსთან და ჯგუფ Queen-ის ლეგენდარულ გიტარისტთან, რათა შეექმნათ ახალი ფესტივალი, რომელიც ვარსკვლავებს მუსიკასთან დააკავშირებდა და ასე დაიბადა სტარმუსი. პროექტის სტარსაუნდსის მთავარი კონცეფცია ახსნილი იყო დოქტორ ისრაელის ლექციაზე ჩვენი აკუსტიკური სამყარო და გამოქვეყნდა წიგნში 50 Years of Man in Space (ლექციები, რედაქტირებული ისრაელიანისა და ბრაიან მეის მიერ 2014 წელს). 2016 წელს გარიკ ისრაელიანმა ვარსკვლავური ჩანაწერების ბიბლიოთეკიდან არჩევანი გააკეთა და ბრაიან ენოს გადასცა, რომელმაც ისინი ახალ კომპოზიციაში გააერთიანა. სტარსსაუნდსი ინტერნეტში ხელმისაწვდომია, რათა ყველამ შეეძლოს ისრაელიანის, ბრაიან ენოს, პოლ ფრანკლინის, ოლივერ ჯეიმსის ნამუშევრებით სიამოვნების მიღება. [6] [7]

სტარმუსის ფესტივალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ისრაელიანმა დააარსა სტარმუსის ფესტივალი. სტარმუსის საერთაშორისო ფესტივალი აერთიანებს ასტრონომიას, კოსმოსს, მუსიკას, ხელოვნებას, ბიოლოგიასდა ქიმიას. 2010 წლიდან სტარმუსის მრჩეველთა საბჭოში შედიოდნენ გარიკ ისრაელიანი, ბრაიან მეი, სტივენ ჰოკინგი, ალექსეი ლეონოვი, პიტერ გებრიელი, რიჩარდ დოკინზი, ჯილ ტარტერი, ჯეკ ზოსტაკი (ნობელის პრემიის ლაურეატი), ჰარი კროტო (ნობელის პრემიის ლაურეატი), რობერტ უილიამსი, ტონი ფადელი, დევიდ ეიხერი და ემანუელ შარაპენტიე. ჩატარდა ხუთი ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ აპოლონის ასტრონავტები, მათ შორის არიან: ბაზ ოლდრინი, ნილ არმსტრონგი, ჯიმ ლოველი. კოსმონავტები, მათ შორის ალექსეი ლეონოვი, იური ბატურინი. მეცნიერები რიჩარდ დოუკინსი, სტივენ ჰოკინგი, ჯილ ტარტერი, კიპ თორნი და მრავალი სხვა. მუსიკოსებს შორის მონაწილეობდნენ: ბრაიან მეი, სტივ ვაი, ჰანც ზიმერი, რიკ უეიკმანი და სხვა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვეიცარიის მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარდგენილ ისრაელს, მიშელ მაიორს (2019 წლის ნობელის პრემიის თანალაურეატი ფიზიკაში) და ნუნო სანტოსს მიენიჭათ 2010 წლის ვიქტორ ამბარცუმიანის საერთაშორისო პრემია ასტროფიზიკის, ფიზიკის ან მათემატიკის დარგში. [8]

2014 წელს ისრაელიელმა მიიღო კანარის კუნძულების ოქროს მედალი, დაჯილდოვდა კანარის კუნძულების მთავრობის მიერ. ეს არის კანარის კუნძულებზე უმაღლესი აღიარება, რომელიც ენიჭება ადამიანებს ან კომპანიებს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც სასარგებლოა კანარის კუნძულების საზოგადოებისთვის. [9]

2016 წლის 20 ივნისს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა[10] და მცირე პლანეტების ცენტრმა მის საპატივცემულოდ ოფიციალურად დაარქვეს ასტეროიდ 21057-ს გარიკ ისრაელიანის სახელი.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Chemical abundances of secondary stars in low mass X-ray binaries“. 2006.
  2. May, Brian (5 August 2008). „Brian May, PhD thesis, A Survey of Radial Velocities in the Zodiacal Dust Cloud, Springer, 2007“. ISBN 9780387777054.
  3. „BBC News: Queen Star Hands in Science PhD“. 3 August 2007.
  4. „60-Year-Old Solar Mystery Finally Explained“. 2009.
  5. „Garik Israelian, TED Profile“.
  6. „VIDEO: Brian Eno and Starmus Create 'Starsounds' Featuring the Music of the Stars“.
  7. „THIS MUSIC MADE BY STARS IS ACTUALLY EXTREMELY BEAUTIFUL“.
  8. „Ambartsumian International Prize“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-22. ციტირების თარიღი: 2010-10-24.
  9. „La Medalla de Oro de Canarias a Dr.Garik Israelian“.
  10. https://cgi.minorplanetcenter.net/cgi-bin/showcitation.cgi?num=21057
  11. https://cgi.minorplanetcenter.net/cgi-bin/showcitation.cgi?num=21057