სტივ ვაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივ ვაი
SteveVai 2.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივენ "სტივ" სირო ვაი
დაბ. თარიღი 6 ივნისი, 1960, კარლ პლეისი, ნიუ–იორკი, აშშ
წარმოშობა აშშ
ჟანრ(ებ)ი ინსტრუმენტალური როკი
მძიმე როკი
პროგრესული როკი
მძიმე მეტალი
პროგრესული მეტალი
ექსპერიმენტალური მეტალი
საქმიანობა გიტარისტი
კომპოზიტორი
[ პროდიუსერი
ქველმოქმედი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
კლავიშებიანი ინსტრუმენტები
[ ვოკალი
აქტიური 1980 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Favored Nations
Relativity Records
Urantia Records
[ Akashik Records
Epic Records,
ასოციაციები ჯო სატრიანი
ფრენკ ზაპა
დევიდ ლი როთი
Whitesnake
ოზი ოსბორნი
Zappa plays Zappa
ბილი შიენი
[ G3
Bad4Good
[ The Shardheads
[ Incubus
საიტი ოფიციალური საიტი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Ibanez JEM
Ibanez Universe,Tom Anderson Drop Top Classic

სტივენ „სტივ“ სირო ვაი (დ. 6 ივნისი, 1960 წელი, კარლ პლეისი, ნიუ–იორკი, აშშ) — იტალიურ–ამერიკული წარმოშობის, გრემის ნომინანტი გიტარისტი–ვირტუოზი, კომპოზიტორი, ვოკალისტი და პროდიუსერია, რომელიც თანამედროვე მუსიკის სინამდვილეში გამორჩეულია თავისი იშვიათი ინდივიდუალურობით, მისი გიტარაზე დაკვრის ფორმები და კომპოზიტორული ექსპერიმენტები და უნიკალური მუსიკალური ხედვა ზოგჯერ არათუ არ ემორჩილებიან რაიმე სახის განსაზღვრას, არამედ არ ეტევიან ამა თუ იმ უკვე არსებულ და დამკვიდრებულ მუსიკალურ საზღვრებში. ზოგიერთი შეფასებით, სტივ ვაი ერთის ნაცვლად ორი მუსიკოსია: ერთი მხრივ, ის არის გიტარისტი–ვირტუოზი, რომელიც თავის ხელოვნებას აახლოებს ღრმა მოკრძალებასა და მისტიციზმთან, მეორე მხრივ კი ის მძიმე მეტალის როკერია. გარდა საკუთარი შემოქმედების და ორიგინალური ალბომებისა, მას მონაწილეობა აქვს მიღებული ძალიან ბევრი ცნობილი როკ თუ პოპ ვარსკვლავების, ჯგუფების კონცერტებსა და ალბომების ჩაწერაში. მისი თითქმის 20 წლიანი წარმატებული მუსიკალური კარიერის განმავლობაში გაიყიდა 15 მილიონზე მეტი ჩანაწერი, ის 13 ჯერ წარდგენილი იქნა გრემის ნომინაციაზე და 3 ჯერ მოიპოვა ეს საპატიო სახელი. სტივ ვაი ცნობილია აგრეთვე თავისი საქველმოქმედო და მუსიკალურ საგანმანათლებლო მოღვაწეობით: იყო ნდობით აღჭურვილი საპატიო წევრი ორგნაიზაციისა NARAS (ინგლ. National Academy of the Recording Arts and Sciences – ხელოვნებისა და მეცნიერების ჩაწერის ეროვნული აკადემია), მჭიდრო კავშირშია მის მიერ შექმნილ ფონდთან Make a Noise Foundation, რომლის მიერ აკუმულირებულ სახსრები მუსიკალურ განათლებას ხმარდება. გარდა ამისა, არის მსახიობი და საკუთარი ლეიბლის, Favored Nations–ის მფლობელი. სტივ ვაი რეგულარული, თითქმის ყოველწლიური მონაწილეა ცნობილი პროექტისა, სახელწოდებით G3, რომლის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია მისი ყოფილი, გიტარაზე დაკვრის მასწავლებელი საქვეყნოდ ცნობილი და აღიარებული ვირტუოზი ჯო სატრიანი.

2009 წლის 19 სექტემბერს ლოს ანჯელესის მუსიკოსთა ინსტიტუტმა სტივ ვაის საზეიმო ვითარებაში მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება, რაც მისი არსებობის ისტორიაში მხოლოს ორჯერ მოხდა. ამ ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა განათლების დარგში ბეს მარლისმა ამ საზეიმო ცერემონიალზე განაცხადა:

ვიკიციტატა
„სტივ ვაიმ არამარტო შთააგონა მთელ მსოფლიოში არსებული უთვალავი მუსიკოსები და უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე როკ გიტარის ევოლუციაში, არამედ ხორცი შეასხა MI-ის (მუსიკოსების ინსტიტუტის) იდეას ხელოვან – განმანათლებლისა, რომელიც ერთმანეთს უთავსებს თავისი შემოქმედებითი ხედვის დაუცხრომელ ძიებას მომავალი თაობაზე ხელშეწყობის პასუხისმგებლობის გრძნობას“

ბიოგრაფია[რედაქტირება]

"საწყისი წერტილი"[რედაქტირება]

STEVE VAI PROMO SHOT.jpg

სტივ სირო ვაი (სიტყვა "ვაი" იტალიურად "წასვლას " ნიშნავს) დაიბადა 1960 წლის 6 ივნისს ნიუ – იორკის შტატის ერთ პატარა ქალაქ კარლ პლეისში. მისი ორივე მშობელი – დედა ტერეზა ვაი და მამა, ლიქიორებით მოვაჭრე ჯონ ვაი, იტალიური წარმოშობის ამერიკელები არიან. სტივი თავისი ხუთშვილიანი ოჯახის მეოთხე შვილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: