ნილ არმსტრონგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნილ არმსტრონგი

ნილ არმსტრონგი (ინგლ. Neil Armstrong; დ. 5 აგვისტო, 1930, უაპაკონეტი, ოჰაიოს შტატი — გ. 25 აგვისტო, 2012) — ამერიკელი კოსმონავტი მფრინავი, სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი. სპეციალობით ავიაციის ინჟინერი. ნილ არმსტრონგს აქვს აერონავტიკის ბაკალავრის და აეროკოსმოსური კვლევების მაგისტრის ხარისხი. 1972-1979 წლებში იყო აეროკოსმოსური კვლევების პროფესორი ცინცინატის უნივერსიტეტში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

1947-1952 წლებში მსახურობდა საზღვაო ავიაცაში. განახორციელა 78 საბრძოლო გაფრენა კორეის ომში. 1962 წელს მიიღო ასტრონავტის სტატუსი. 1966 წლის მარტში იყო ხომალდის „ჯემინი 8“ მეთაური.

მთვარეზე გაფრენა[რედაქტირება]

ნილ არმსტრონგი მთვარეზე

1962 წელს არმსტრონგი შერჩეული იქნა NASA-ს მიერ. 1969 წელს ხელმძღვანელობდა მისიას „აპოლო 11“ ედვინ ალდრინთან (მთვარეზე დასაჯდომი კაპსულა „არწივის“ პილოტი) და მაიკლ კოლინთან (მმართველ ხომალდ „აპოლო 11“-ის პილოტი) ერთად. „აპოლო 11“-მ დატოვა კენედის კოსმოსური ცენტრი (ფლორიდა) 16 ივლისს 1969 წელს და 4 დღეში, 20 ივლისს დაეშვა მთვარის ზედაპირზე, ე. წ. „სიმშვიდის ზღვაზე“ მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს ტელევიზორში. მთვარეზე დასაჯდომი კაფსულიდან „არწივი“ ნილ არმსტრონგი გამოდის ხაზზე: „ ჰიუსტონ, წყნარი ზღვის ბაზა. არწივი დაჯდა...“

21 ივლისს 1969 წ დილას არმსტრონგი ჩამოდის ხომალდიდან 2 საათსა 56 წუთსა და 15 წამს UTC და პირველი დგამს ფეხს მთვარეზე. ამ დროს იძახის ისტორიულ სიტყვას:

That's one small step for man, one giant leap for mankind.[1]
„ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის.“

15 წუთის შემდეგ მას უერთდება ედვინ ალდრინი, რომელთან ერთადაც აღმართავს აშშ-ს სახელმწიფო დროშას. შემდეგ გააგრძელეს მთვარის გარშემო ტრიალი მესამე ასტრონავტ მაიკლ კოლინთან ერთად. ამ 3 ასტრონავტს შორის არმსტრონგი არჩეული იქნა პირველ კაცად, რომელსაც მთვარეზე უნდა გაევლო, რადგან იგი ჩვეულებრივი მოქალაქე იყო და არა სამხედრო როგორც მისი ორივე თანაშემწე. არმსტრონგმა მთვარეზე გაატარა 2 ს და 31 წ, გაიარა 250 მ. დედამიწაზე დაბრუნდნენ 24 ივლისს, თან წამოიღეს რამდენიმე ქვის ნატეხი შესასწავლად.

"That's one small step for [a] man, one giant leap for mankind"

სიტყვები რომლებიც ნილმა თქვა მთვარეზე გავლისას
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. ლინგვისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არმსტრონგმა გამოტოვა არტიკლი „a“ ფრაზაში: „one small step for a man“. 'Pallab Ghosh'. “Armstrong's 'poetic' slip on Moon“ (html), სამეცნიერო კორესპონდენცია, BBC, 3 ივნისი, 2009, p. 1. 8081817. წაკითხვის თარიღი: 2009-06-4. (ინგლისური)