კუიავია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუიავია პოლონეთის შემადგენლობაში

კუიავია (პოლ. Kujawy) — ჩრდილოეთ პოლონეთის ისტორიული ოლქი, მდინარეების ვისლისა და ნოტეჩის შუამდინარეთში, მაზოვიის დასავლეთით და დიდი პოლონეთის ჩრდილოეთით.

ისტორია[რედაქტირება]

კუიავია პოლონეთის სახელმწიფოს შემადგერნლობაში შევიდა ჯერ კიდევ 960 წწ. მთავარ მიეშკო I-ის დროს. პოლონეთის დაყოფის დროს ბოლესლავ III შვილებზე კუიავია თავდაპირველად მოხვდა მაზოვიის შემადგენლობაში, ხოლო 1194 წ. წარმოიქმნა დამოუკიდებელი კუიავიის სამთავრო რომლის მთავარი გახდა ლეშეკ II თეთრი. 1202—1234 წ. კუიავია ისევ მაზოვიის შემადგენლობაში იყო, რომლის მმართველმა კონრად I-მა 1226 წ. თავის სამფლობელოში მოიწვია ტევტონთა ორდენი. რაინდები დამკვიდრდნენ კუიავიის აღმოსავლეთით, დობჟინის მიწაზე. XIII საუკუნის მეორე ნახევარში კუიავიის სამთავრო გაყოფილი იქნა ორად — რომელთა ცენტრები იყო ინოვროცლავი და ბჟესც-კუიავსკი. მთავარმა ვლადისლავ ლოკიტეკ კუიავიელმა შეძლო 1306 წ. შეერთებინა მცირე პოლონეთი, ხოლო 1314 წ. დიდი პოლონეთი, რის შედეგადაც ააღორძინა ერთიანი პოლონური სახელმწიფო. 1320 წ. მოხდა ვლადისლავის კორონაცია და გახდა პოლონეთის მეფე.

1332 წ. კუიავიის დიდი ნაწილი დაპყრობილ იქნა ტევტონთა ორდენის რაინდების მიერ, მაგრამ თანდათანობით პოლონეთის მეფეები აძევებდნენ გერმანელებს ამ ტერიტორიებიდან და აღადგენდნენ თავიანთ ძალაუფლებას. რეჩ პოსპოლიტის გაყოფის შემდეგ 1772—1793 წწ. კუიავია შევიდა პრუსიის შემადგენლობაში. ნაპოლეონის ომების პერიოდში ტერიტორია შედიოდა ვარშავის საჰერცოგოში (1807—1815 წწ.), ხოლო ვენის კონგრესის შემდეგ (1814—1815 წწ.) კუიავიის დიდი ნაწილი (ბიდგოში, ინოვროცლავი) მიერთებულ იქნა პრუსიას (მოგვიანებით კი გერმანიას), ხოლო ვლოცლავეკის ოლქი აღმოსავლეთით — რუსეთის იმპერიას. 1918 წ-დან. კუიავია არის — პოლონეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

კუიავიის მთავრები:

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუიავია მდებარეობს ბალტიისპირა დაბლობზე. უდიდესი მდინარეებია — ვისლა აღმოსავლეთით და ნოტეცი დასავლეთით და სამხრეთით.

მსხვილი ქალაქებია (2004 წ. მონაცემები):

ეხლა კუიავია შედის კუიავო-პომერანიის სავოევოდოს შემადგენლობაში.