შჩეცინი
|
ქალაქი
შეცინი
Szczecin
|
შეცინი (პოლ. Szczecin; გერმ. Stettin; ლათ. Stetinum, Sedinum) - არის ადმინისტრაციული ცენტრი დასავლეთ პომერანიის სავოევოდოს, პოლონეთი. ეს ქალაქი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მთელს ამ რეგიონში, აქ მდებარეობს პოლონეთის ერთ-ერთი დიდი პორტი. ქალაქი გაშენებულია ბალტიის ზღვის სანაპიროზე. 2005 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 420,638 ადამინი, 2009 წლის ივნისში ჩატარებული აღწერით კი აქ ცხოვრობს 406,427 ადამიანი.
დასახლებული პუნქტი მდებარეობს მდინარე ოდრას ნაპირებზე, ქალაქის სამხრეთით მდებარეობს შეცინის ლაგუნი, ხოლო ჩრდილოეთით მდებარეობს შეცინის ყურე. ამ ადგილების სიახლოვეს მდებაეობს ტბა დაბი. შეცინიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ქალაქი პოლიცე.
შეცინი უძველესი დროდან შედიოდა პომერანიის შემადგენლობაში, ის დაარსდა 1243 წელს. უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორიები შედის პრუსიის შემადგენლობაში. აქ იმართებოდა შუა საუკუნეებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლები, მათგან აღსანიშნავია ოცდაათწლიანი ომის პერიოდში გამართული ბრძოლები. 1729 წელს აქ დაიბადა რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II, შეცინიდა იყო აგრეთვე პავლე I-ის მეორე მეუღლე მარია თეოდორეს ასული. 1945 წელს გამართული პოტსდამის კონფერენციის შემდეგ, ეს ქალაქი მდინარე ოდრის აღმოსავლეთი სანაპიროთი გადაეცა პოლონეთს.
დაძმობილებული ქალაქები [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Szczecin City Official website (in Polish, some material available in English, German and Danish)
- ZDiTM - Szczecin Public Transport
- A portal for Old Szczecin (Stettin) enthusiasts
- art1900.info SZCZECIN
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ esbjergkommune.dk accessed Feb-2008
- ↑ Guide to Hull Humberside and general Hull information. www.city-visitor.com. წაკითხვის თარიღი: 2009-05-29.
- ↑ Malmö stads vänortssamarbete (Swedish). © 2004-2009 Malmö stad, 205 80 Malmö, Organisationsnummer: 212000-1124. წაკითხვის თარიღი: 2009-06-27.
- ↑ St. Louis Sister Cities. St. Louis Center for International Relations. წაკითხვის თარიღი: 2008-05-19.
სტატიის