Post (ბიორკის ალბომი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Post
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 13 ივნისი, 1995 (1995-06-13)
ჩაიწერა 1994 – აპრილი 1995
Compass Point Studios, ბაჰამის კუნძულები
ჟანრი ალტერნატიული საცეკვაო მუსიკა, ტრიპ-ჰოპი, ელექტრონიკა, ინდუსტრიული მუსიკა
ხანგრძლივობა 46:10 (საერთაშორისო გამოცემები), 50:55 (იაპონური გამოცემები)
ლეიბლი One Little Indian
პროდიუსერი ბიორკი, ნელი ჰუპერი, გრემ მეისი, ტრიკი, Howie B, მარიუს დე ვრისი
ბიორკი — ქრონოლოგია
The Best Mixes from the Album Debut...
(1994)
Post
(1995)
Telegram
(1996)
სინგლები ალბომიდან Post
  1. „Army of Me“
    გამოცემის თარიღი: 24 აპრილი, 1995 (1995-04-24)
  2. „Isobel“
    გამოცემის თარიღი: 14 აგვისტო, 1995 (1995-08-14)
  3. „It's Oh So Quiet“
    გამოცემის თარიღი: 13 ნოემბერი, 1995 (1995-11-13)
  4. „Hyperballad“
    გამოცემის თარიღი: 12 თებერვალი, 1996 (1996-02-12)
  5. „Possibly Maybe“
    გამოცემის თარიღი: მარტი 28 ოქტომბერი, 1996 (1996-10-28)
  6. „I Miss You“
    გამოცემის თარიღი:17 თებერვალი, 1997 (1997-02-17)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4.5/5 stars[1]
Entertainment WeeklyA+[2]
Los Angeles Times3/4 stars[3]
NME(7/10)[4]
Q4/5 stars[5]
რობერტ კრისტგოუC+[6]
Rolling Stone4/5 stars[7][8]
Slant5/5 stars[9]
Spin(8/10)[10]

Post — ისლანდიელი მომღერალ ბიორკის მეორე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1995 წელს. მან კრიტიკოსების მხრიდან მაღალი შეფასებები მიიღო და კომერციული წარმატება იქონია. Post-მა რამდენიმე ქვეყანაში პლატინის სტატუსი შეიძინა. ბრიტანეთში ამ ალბომიდან გამოცემული სინგლებიდან სამი მოხვდა საუკეთესო 10-ეულში.

სათაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომს ბიორკმა სათაური ორი მიზეზით შეურჩია. უპირველეს ყოვლისა, Debut და Post, მისი აზრით, სერიას წარმოადგენდნენ, ვინაიდან პირველი დაიწერა ინგლისში გადასვლისას, ხოლო მეორე - გადასვლის შემდეგ და ასახავდა იქაურ გამოცდილებას.[11] მეორე მხრივ, როგორც თავად ამბობდა, ეს იყო მისი გრძნობებს „გამოქვეყნება“ (posting).[12] თეთრი პერანგი ლურჯი და წითელი ფერებით, რომელსაც ბიორკი ატარებს ალბომის გარეკანზე, წარმოადგენს ბრიტანეთის დროშის ალუზიას, რომელიც გამოსახულია ეროვნული ფოსტის ლოგოზე. ამგვარად, Post არის თამაში სიტყვასთან „ფოსტა“.

მუსიკალური სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუკი Debut იყო საცეკვაო პოპზე ორიენტირებული, Post მუსიკალურად ძალიან ეკლექტიკური აღმოჩნდა. ბიორკი მას „მუსიკალურად სხვადასხვაგვარს“ უწოდებდა. [13] ბიორკის თანახმად, მისი მუსიკალური გული იმ პერიოდში „გაფანტული იყო და ამის Post-ზე ჩვენება სურდა.“ [13] ალბომი რამდენიმე მუსიკალურ ჟანრს ეხება - ინდუსტრიული მუსიკიდან („Army of Me“) ბიგ-ბენდურ „It's Oh So Quiet“-ამდე. ჟღერს ტრიპ-ჰოპული ექსპერიმენტები „Enjoy“, „Possibly Maybe“ და „Headphones“ და კინემატოგრაფიული „Isobel“. Debut-ისგან განსხვავებით, ამ ალბომზე რამდენიმე პროდიუსერი მუშაობდა - გრემ მეისი, ტრიკი, Howie B და თავად ბიორკი. მიუხედავად ამისა, ნელი ჰუპერს, რომელიც Debut-ზეც მუშაობდა, აქაც დიდი გავლენა ჰქონდა - ექვსი სიმღერის პროდიუსერის სახით. Post-ის ჩაწერა და პროდიუსერობა ბიორკმა თავად დაიწყო, მაგრამ ეს იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მან კვლავ სთხოვა ჰუპერს, დახმარებოდა. თუმცა, უკანასკნელი თავდაპირველად უარს ამბობდა, თვლიდა რა, რომ „ბიორკს ეს თავად უნდა და შეეძლო გაეკეთებინა.“[14]

ალბომის თემები და ტექსტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიორკის აზრით, Post არის „უშიშარი და იმ გოგონას გრძნობებზეა, რომელმაც შინაური კერა დატოვა და იხილა ახალი და გამოუკვლეველი სამყარო.“[15]Post იყო ძიება, Homogenic კი - ის, რაც ვიპოვე.“ [13]

ალბომის პირველი სიმღერა, „Army of Me“, ისევე, როგორც „The Modern Things“, დაიწერა ბიორკისა და გრემ მეისის მიერ Debut-ის ჩაწერამდე.[13] კიდევ ერთი სიმღერა, „Karvel“, ჩაიწერა და მოგვიანებით გამოვიდა სინგლზე „I Miss You“ და კრებულზე Family Tree. „Army of Me“, რომელშიც საუბარია ცხოვრების გაგრძელებასა და წუწუნის შეწყვეტაზე, ბიორკმა თავის ძმას მიუძღვნა.[13] „Hyperballad“ შეიქმნა სიზმრის გავლენით. მასში საუბარია საყვარელი ადამიანისგან მეორე ადამიანის მხრიდან გამანადგურებელი ბუნების დამალვაზე და კლდიდან „მცირე ნივთების“ გადაგდებით აგრესიის გამოხატვაზე.[16] „The Modern Things“-ში აღწერილია ტექნოლოგიის მიერ მსოფლიოს დაპყრობაზე. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ხალხის მიერ „უსულო ტექნოლოგიის“ შიშზე.[17] „Isobel“-ს ბიორკი აღწერს, როგორც „მითურ სიმღერას“. იგი დაიწერა სიონთან, ბიორკის მუსიკალურ პარტნიორთან ერთად.[13] იგი თემატურად წარმოადგენს ანალოგს სიმღერებისა „Human Behaviour“ და „Bachelorette“ აღწერს რა „საკუთარ თავთან დაქორწინებულ“ ქალს, რომელმაც თავი თანამედროვე ცხოვრებისგან იზოლაციაში მოაქცია.[18] „Possibly Maybe“ აღწერს ბიორკის სტეფან სედნაოუისთან დასრულებულ ურთიერთობას.[19] „I Miss You“-ში განიხილება პიროვნება, რომელიც უყვართ, მაგრამ არ შეხვედრიათ.[20] „Cover Me“ დაიწერა ჰუპერის პატივსაცემად და ეხება თავად ბიორკის მიერ ალბომის ჩაწერისადმი მიდგომას.[13] „Headphones“ დაიწერა გრემ მეისის პატივსაცემად, როგორც სამადლობელო მის მიერ მოწოდებული მიქს-ფირებისთვის.[13]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Army of Me“ბიორკი, გრემ მეისიბიორკი, გრემ მეისი, ნელი ჰუპერი3:54
2.„Hyperballad“ბიორკიბიორკი, ნელი ჰუპერი5:21
3.„The Modern Things“ბიორკი, გრემ მეისიბიორკი, გრემ მეისი, ნელი ჰუპერი4:10
4.„It's Oh So Quiet“ბერტ რაისფელდი, ჰანს ლანგიბიორკი, ნელი ჰუპერი3:38
5.„Enjoy“ბიორკი, ტრიკიბიორკი, ტრიკი3:57
6.„You've Been Flirting Again“ბიორკიბიორკი2:29
7.„Isobel“ბიორკი, მარიუს დე ვრისი, ნელი ჰუპერი, სიონიბიორკი, ნელი ჰუპერი5:47
8.„Possibly Maybe“ბიორკიბიორკი, ნელი ჰუპერი5:06
9.„I Miss You“ბიორკი, ჰაუი ბერნსტაინიბიორკი, ჰაუი ბერნსტაინი4:03
10.„Cover Me“ბიორკიბიორკი2:06
11.„Headphones“ბიორკი, ტრიკიბიორკი, ტრიკი5:40

ჩარტები და სერტიფიცირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Allmusic Review
  2. Reviewed by Jim Farber. (23 ივნისი 1995) EW Review. Ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-19. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  3. LA Times Review. Articles.latimes.com (11 ივნისი 1995). ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  4. ოქტომბერი 1995 p. 46
  5. ივლისი 1995 p. 114
  6. Robert Christgau Review. Robertchristgau.com. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  7. Brackett, Nathan. "Björk". The New Rolling Stone Album Guide. ნოემბერი 2004. pg. 73, cited 20 მარტი 2010
  8. Ali, Lorraine. (2 თებერვალი 1998) Post. Rolling Stone. ციტირების თარიღი: 2012-04-28.
  9. Slant Magazine Review. Slantmagazine.com. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  10. ივლისი 1995 p. 72
  11. "About: Debut and Post"[მკვდარი ბმული]. Bjork.com.
  12. "About: Debut vs Post"[მკვდარი ბმული]. Bjork.com
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 13.6 13.7 Enjoyed: Björk: The Stereogum Interview. Stereogum.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-14. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
  14. Gee, Mike. "Bjork: like a virgin." Herald Sun (Hit Liftout). 29 ივნისი 1995"
  15. "About: Post Being Fearless" დაარქივებული 2006-03-29 საიტზე Wayback Machine. . Bjork.com
  16. "About: Hyperballad" დაარქივებული 2007-10-21 საიტზე Wayback Machine. . Bjork.com
  17. "About: The Modern Things"[მკვდარი ბმული]. Bjork.com.
  18. "About: Isobel"[მკვდარი ბმული]. Bjork.com.
  19. "About: Possibly Maybe"[მკვდარი ბმული]. Bjork.com.
  20. "About: I Miss You" დაარქივებული 2003-12-20 საიტზე Wayback Machine. . Bjork.com.
  21. "Björk – Post". Australiancharts.com. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  22. "Björk – Post" (In German). Austriancharts.at. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  23. "Björk – Post" (In Dutch). Ultratop.be. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  24. "Björk – Post" (In French). Ultratop.be. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  25. "Top Albums/CDs – Volume 62, No. 3, აგვისტო 21, 1995". RPM. Retrieved on 17 ივლისი 2012.
  26. Hits of the World – Denmark. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (15 ივლისი 1995). ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2012.
  27. "Björk – Post". Dutchcharts.nl. Hung Medien. Retrieved 17 ივლისი 2012.
  28. Hits of the World – Eurochart. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (8 ივლისი 1995). ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2012.
  29. "Björk – Post". Finnishcharts.com. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  30. Hits of the World – France. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (8 ივლისი 1995). ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2012.
  31. "Longplay-Chartverfolgung at Musicline" დაარქივებული 2016-08-18 საიტზე Wayback Machine. . Musicline.de. Media Control. Retrieved 16 ივლისი 2012.
  32. Archívum – Slágerlisták – Keresés lista és dátum szerint – 1995.29. hét 1995.07.17. – 1995.07.23. No.: 124 Hungarian. Association of Hungarian Record Companies. ციტირების თარიღი: 16 ივლისი 2012.
  33. Hits of the World – Portugal. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (29 ივლისი 1995). ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2012.
  34. 34.0 34.1 "1995: Altri Albums" (in Italian). Hit Parade Italia. Retrieved 22 აპრილი 2017.
  35. ビョークのCDアルバムランキング იაპონურად. Oricon. ციტირების თარიღი: 16 ივლისი 2012.
  36. "Björk – Post დაარქივებული 2012-07-08 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links". Charts.org.nz. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  37. "Björk – Post". Norwegiancharts.com. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  38. Hits of the World – Portugal. Billboard. Nielsen Business Media, Inc. (8 ივლისი 1995). ციტირების თარიღი: 17 ივლისი 2012.
  39. Music Archive – 1995 Top 40 Official შოტლანდიის ალბომები Archive 24th ივნისი 1995. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 16 ივლისი 2012.
  40. "Björk – Post". Swedishcharts.com. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  41. "Björk – Post". Hitparade.ch. Hung Medien. Retrieved 16 ივლისი 2012.
  42. Music Archive – 1995 Top 40 Official UK Albums Archive 24th ივნისი 1995. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 16 ივლისი 2012.
  43. "Björk – Billboard Albums". AllMusic. Retrieved on 17 ივლისი 2012.
  44. "Jahreshitparade 1995" (in German). Austrian Charts Portal. Hung Medein. Retrieved 22 აპრილი 2017.
  45. "Jaaroverzichten 1995: Albums" (in Dutch). Ultratop Flanders. Hung Medein. Retrieved 22 აპრილი 2017.
  46. "Rapports Annuels 1995: Albums" (in French). Ultratop Wallonia. Hung Medein. Retrieved 22 აპრილი 2017.
  47. "Top 100 Albums of 1995". RPM. Retrieved 22 აპრილი 2017.
  48. "Jaaroverzichten – Album 1995" (in Dutch). Dutch Charts Portal. Hung Medein. Retrieved 22 აპრილი 2017.
  49. "Top 100 Albums-Jahrescharts: 1995" (in German). Offizielle Deutsche Charts. Retrieved 22 აპრილი 2017.
  50. "Schweizer Jahreshitparade 1995" (in German). Swiss Charts Portal. Hung Medein. Retrieved 22 აპრილი 2017.
  51. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
  52. Canadian album certifications – Bjork – Post. Music Canada.
  53. (2006) Oricon Album Chart Book: Complete Edition 1970–2005.. Roppongi, Tokyo: Oricon Charts. ISBN 4-87131-077-9. 
  54. New Zealand album certifications – Bjork – Post. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
  55. ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
  56. British album certifications – Bjork – Post. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Post ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
  57. Caulfield, Keith. (29 იანვარი 2015) Bjork's Rush-Released Album Debuts in Top 20 on Billboard 200. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2015.
  58. American album certifications – Bjork – Post. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
  59. IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 1996. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.