ისლანდიელები
| ისლანდიელები |
||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| საერთო მოსახლეობა | ||||||||||||
|
დაახლოებით 500 000 ადამიანია |
||||||||||||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | ||||||||||||
|
||||||||||||
| ენები | ||||||||||||
| ისლანდიური | ||||||||||||
| რელიგიები | ||||||||||||
| ლუთერანები |
ისლანდიელები — ერი, ისლანდიის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა დაახლოებით 500 000 ადამიანია, ამათგან, 319 000 ისლანდიაში ცხოვრობს, 75 000 კანადაში, 89 00 აშშ-ში, 15 000 დანიაში. ლაპარაკობენ ისლანდიურ ენაზე. მორწმუნეები — პროტესტანტებია (ლუთერანები). ისლანდიელები ძველსკანდინავიელთა ჩამომავლები არიან. სკანდინავიიდან ისლანდიაზე 9-10-ე საუკუნეებში გადავიდა მოსახლეობა, რომლის ძირითადი ბირთვი, ნორვეგიელები იყვნენ. ისლანდიელი ერის ჩამოყალიბებაში ნორვეგიელებთან ერთად, სკანდინავიეკლთა მფლობელობაში მყოფი ირლანდიისა და შოტლანდიის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. 11-13 საუკუნეები ისლანდიელი ერის კონსოლიდაციის პროცესში მეტად მნიშვნელოვან პერიოდს წარმოადგენს. ისლანდიის ეროვნულ განვითარებას კუნძულზე დანიის ხანგრძლივი ბატონობა აფერხებდა დაწყებული 1380 წლიდან. 1918 წელს დანიამ ნორვეგიელთა სუვერენული უფლებები აღიარა დანია-ისლანდიური უნიის საწყისებზე. 1944 წელს უნია გაწყდა და ისლანდია რესპუბლიკად გამოცხადდა. ისლანდიელთა ძირითადი საქმიანობა მეთევზეობა, თევზის რეწვა და სოფლის მეურნეობაა.
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Árnason, Einar, Benedikz, Eiríkur, Sigurgíslason, Hlynur (2000). „ისლანდიელთა გენეტიკური ერთგვაროვნება: ფაქტი თუ ფიქცია?“ (ინგლისურ ენაზე). ბუნების გენეტიკა (4): გვ. 373–374. DOI:10.1038/78036. PMID 10932173.
- Byock, Jesse L.. შუა საუკუნეების ისლანდია. საზოგადოება, საგები და მმართველობა (ინგლისურ ენაზე). აშშ: კალიფორნიის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
- Del Giudice, მარგარეტ. „ბრძოლა ხელისუფლებისთვის“. ჟურნალი გეოგრაფია.
- Fiske, John, Rolvaag, Karl (1972). მიწები და ხალხები: ისლანდია (ინგლისურ ენაზე). აშშ: Grolier.
- Global Volcanism Program (GVP), Smithsonian Institution (2007). Grímsvötn. წაკითხვის თარიღი: 2007-04-16.

