Arca (პროდიუსერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Arca

Arca (მარცხნივ) ნიუ-იორკში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ალეხანდრო გერსი
აგრეთვე ცნობილი როგორც Nuuro
დაბ. თარიღი 30 აპრილი, 1990 (1990-04-30) (34 წლის)
დაბ. ადგილი კარაკასი
წარმოშობა კარაკასი, ვენესუელა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2012 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mute, Poni Republic, Soundsister, Nang Records, Hippos in Tanks, UNO NYC
საიტი arca1000000.com
Arca ვიკისაწყობში

ალეხანდრო გერსი (იტალ. Alejandro Ghersi), ცნობილი სასცენო სახელით Arca[5]ვენესუელელი ჩანაწერის პროდიუსერი, კონსულტანტი, მიქსების რეჟისორი და DJ. მოღვაწეობს დოლსტენში (ლონდონი).[6]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Arca დაიბადა 1990 წელს კარაკასში (ვენესუელა), შეძლებულ ოჯახში, მისი მამა იყო ბანკირი. ოჯახი დროებით გადავიდა საცხოვრებლად კონექტიკუტში, სანამ არ დაუბრუნდებოდა დახურულ კომპლექსში ცხოვრებას, სადაც მას ჰქონდა ფუფუნება ესწავლა ინდივიდუალურად და მიეღო ფორტეპიანოს გაკვეთილები. ის განმარტავს, რომ გაატარა ბავშვობა „ერთგვარ ბუშტში” და გაუჭირდა მიეღო ის ფაქტი, რომ ის იყო გეი.[7] შემდგომში ის დადიოდა კლაივ დევისის ჩაწერილი მუსიკის ინსტიტუტში, ნიუ-იორკში.[5]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს მან გამოუშვა სამი სადებიუტო EP ლეიბლზე UNO NYC: Barón Libre,[8] Stretch 1[9] და Stretch 2.[8]

2013 წელს ის პროდიუსირებდა კანიე ვესტის ოთხ სიმღერას მეექვსე სტუდიური ალბომიდან Yeezus, რომელშიც ასევე იყო სამი წარმოების კონსულტანტიდან ერთ-ერთი, ჰადსონ მოჰაკთან და იანგ ჩოპთან ერთად. ასევე იყო FKA twigs-ის მინი-ალბომის, EP2-ის, პროდიუსერი.[10] მან დამოუკიდებლად ჩაწერა და უფასოდ გაავრცელა[11] მიქსტეიპი &&&&&. ჯესი კენდასთან ერთად მონაწილეობდა &&&&&-ის აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენაში, MoMa PS1 ინსტიტუტში, 2013 წლის ოქტომბერს.[12]

მისი სადებიუტო ალბომი, Xen, გამოვიდა 2014 წლის 4 ნოემბერს Mute Records-ზე.[13] ჟურნალ The Fader-თან ინტერვიუში პროდიუსერმა განაცხადა, რომ მუშაობდა ბიორკის მეცხრე სტუდიურ ალბომზე.[14] 2015 წლის იანვრის განმავლობაში გამოვიდა ალბომი Vulnicura, რომელზეც Arca იყო შვიდი სიმღერის კო-პროდიუსერი და უშუალოდ მონაწილეობდა ორი სიმღერის დაწერაში.[15]

15 ოქტომბერს Arca-მ Facebook-ის გვერდის საშუალებით დააანონსა მისი მეორე სტუდიური ალბომი, სახელად Mutant, რომელიც გამოვიდა 2015 წლის 20 ნოემბერს.[16]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

EP-ები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Barón Libre (UNO NYC, 2012)
  • Stretch 1 (UNO NYC, 2012)
  • Stretch 2 (UNO NYC, 2012)

მიქსტეიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • &&&&& (გამოცემული დამოუკიდებლად, 2013)
  • Sheep (გამოცემული დამოუკიდებლად, 2015)

პროდიუსირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Breihan, Tom. (20 November 2015) Arca – “Front Load” Video (NSFW). Stereogum. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  2. Eede, CHristian. (11 September 2014) Listen: Arca - Thievery. The Quieus. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  3. Hutchinson, Kate. (31 October 2014) Arca: ‘Nothing is off limits emotionally’. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  4. Arca. Time Out. ციტირების თარიღი: 22 November 2015.
  5. 5.0 5.1 Zeichner, Naomi. (October 29, 2012) GEN F: Arca. The Fader. ციტირების თარიღი: July 25, 2013.
  6. Friedlander, Emile. (September 30, 2014) Cover Story: Arca Finds Xen. The Fader.
  7. http://www.theguardian.com/music/2014/oct/31/arca-bjork-kanye-west
  8. 8.0 8.1 Download Arca’s Debut EP Baron Libre. The Fader. ციტირების თარიღი: 22 January 2014.
  9. Download Arca’s Stretch 1 EP. The Fader. ციტირების თარიღი: 27 September 2013.
  10. FKA Twigs: EP2 | Album Review. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 19 September 2013.
  11. Download Arca's New Mix &&&&&. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 27 September 2013.
  12. Pitchfork's FORMS and MoMA PS1 Present a Multimedia Event Featuring Arca and Jesse Kanda. Pitchfork Media. ციტირების თარიღი: 25 January 2014.
  13. Signs to Mute. Debut album Xen out on 3/4 November. Hear the first single Thievery.. Mute Records. ციტირების თარიღი: 22 September 2014.
  14. Friedlander, Emilie. Cover Story: Arca Finds Xen. The Fader, Inc. (30 September 2014). ციტირების თარიღი: 10 October 2014.
  15. Brandle, Lars (14 January 2015). „Bjork Shares Details on New Album 'Vulnicura'. Billboard. Billboard. ციტირების თარიღი: 14 January 2015.
  16. https://twitter.com/arca1000000/status/628197499723980800
  17. http://www.discogs.com/Dean-Blunt-The-Redeemer/release/4554675