ბინდის საგა: ახალი მთვარე
| ბინდის საგა: ახალი მთვარე | |
ფილმის კინოპოსტერი |
|
| რეჟისორი: |
კრის ვეიტზი |
|---|---|
| პროდიუსერი: |
მარკ მორგანი |
| სცენარის ავტორი: |
ბინდი: |
| მთავარ როლებში: | |
| კომპოზიტორი: | |
| დისტრიბუტორი: | |
| ხანგრძლივობა: |
130 წთ |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
50,000,000 აშშ დოლარი[1] |
| შემოსავალი: |
709,711,008 აშშ დოლარი[2] |
| წინა: | |
| შემდეგი: | |
| ვებგვერდი: | |
ბინდის საგა: ახალი მთვარე (ინგლ. The Twilight Saga:
New Moon) — 2009 წლის რომანტიკული, ფენტეზი ჟანრის ფილმი, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის რომანზე სახელწოდებით "ახალი მთვარე". ეს არის 2008 წლის ფილმის - ბინდის გაგრძელება. მას შემდეგ, რაც "ბინდს" წარმატება მოჰყვა, Summit Entertainment-მა მისი გაგრძელების გადაღება 2008 წლის ნოემბერშივე გადაწყვიტა. ფილმის რეჟისორია კრის ვეიტზი. მონაწილეობენ: კრისტენ სტიუარტი, რობერტ პეტინსონი და ტეილორ ლოტნერი, ისინი ბრუნდებიან ბელა სუონის, ედვარდ კალენისა და ჯეიკობ ბლეკის როლებში. ფილმის სლოგანია "It will be as though I never existed" (ქართ. ეს ისე იქნება, თითქოს არასოდეს ვარსებულვარ)
ფილმი ეკრანებზე 2009 წლის 18 ნოემბერს გამოვიდა. მან ასევე მესამე ადგილი დაიკავა "ყველაზე შემოსავლიან ეროვნულ პრემიერებს" შორის, "ბნელი რაინდისა და ადამიანი-ობობა 3-ის შემდეგ.
სექციების სია |
[რედაქტირება] სიუჟეტი
კალენების ოჯახი ბელას დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებას უმართავენ, სადაც ჯასპერი მოულოდნელად თავს ვერ შეიკავებს და ბელაზე თავდასხმას შეეცდება. მას შეაჩერებენ, მაგრამ ედვარდი მიხვდება რომ მისი სიახლოვე ბელასთვის სახიფათოა და გოგონას დატოვებას გადაწყვეტს. ის ეტყვის ბელას რომ აღარ უყვარს. ბელა ამის გამო საშინელ დეპრესიაშია. ახალი მეგობარის ჯეიკობ ბლექის დახმარებით ბელა გამოვა დეპრესიიდან. მალე ბელა გაიგებს რომ ჯეიკობი მაქციაა და ლაპუშზე მაქციების მთელი ტომია, ამას ისიც ემატება რომ ჯეიმსის შეყვარებული ვიქტორია ბელაზე ნადირობს. ისინი ვამპირების პირველი მტრები არიან. ბელას ვიქტორიასგან მგლები მაქციები იცავენ. საბოლოოდ ბელა კლდიდან გადახტება და დახრჩობისგან ჯეიკობი გადაარჩენს. სახლში ბელას ედვარდის და, ელისი დახვდება. რომელსაც გაუკვირდება რომ ბელა ცოცხალია. ის აუხსნის გოგონას რომ დაინახა როგორ გადახტა ბელა კლდიდან (ელისის ნიჭი მომავლის ხედვაა). შემდეგ კი ეტყვის რომ ედვარდს ჰგონია რომ ბელა დაიღუპა და ახლა ვოლტურიში მიდის რათა ვამპირების უძველეს კლანს, სამეფო ოჯახს სთხოვოს მოკვლას. ელისი და ბელა მაშინვე იატლიის ქალაქ ვოლტურისკენ გაემართებიან. ბელა შეძლებს ედვარდის გადარჩენას, მაგრამ ახალი საფრთხე იჩენს თავს. ვოლტურის წევრები, სიცოცხლის სანაცვლოდ ბელას გარდაქმნას და ვამპირად გადაქცევას მოითხოვენ. ედვარდს მოუწევს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება და დასთანხმდება არიოს (ვოლტურის სამეულიდან უმთავრესს) ბელას გარდაქმნაზე. ბელა და ედვარდი ფორკსში ბრუნდებიან. ბელას და ჯეიკობის ურთიერთობა რთულდება. ფილმის ბოლოს ედვარდი ბელას ხელს სთხოვს.
[რედაქტირება] როლებში
[რედაქტირება] ვამპირები
- ედვარდ კალენი - რობერტ პატინსონი
- კარლაილ კალენი - პიტერ ფაჩინელი
- ესმე კალენი - ელისაბედ რიზერი
- როზალი კალენი - ნიკი რიდი
- ემეტ კალენი - კელან ლატსი
- ელის კალენი - ეშლი გრინი
- ჯასპერ კალენი - ჯექსონ რეტბონი
- არო - მაიკლ შინი
- კაიუსი - ჯეიმი კემფბელ ბაუერი
- მარკუსი - კრისტოფერ ჰეირდალი
- ჯეინი - დაკოტა ფენინგი
- ალეკი - კამერონ ბრაითი
- დემეტრი - ჩარლი ბიული
- ფელიქსი - დანიელ კარდმორი
- ვიქტორია - რაშელ ლეფევრე
- ლორანი - ედი გატერი
[რედაქტირება] ადამიანები
- ბელა სვონი - კრისტენ სტიუარტი
- ჩარლი სვონი - ბილი ბურკი
- ჯეიკობ ბლექი - ტეილორ ლოტნერი
- ბილი ბლექი - გილ ბირმინგემი
- ჯესიკა სტენლი - ანა კენდრიკი
- ანჟელა ვებერი - კრისტიან სერატოსი
- მაიკლ ნიუტონი - მაიკლ უელში
- ერიკ იორკი - ჯასტინ ჩონი
[რედაქტირება] მაქციები
- ჯეიკობ ბლექი - ტეილორ ლოტნერი
- სემ ალეი - ჩესკ სპენსერი
- ემბრი ქოლი - კიოვა გორდონი
- ქვილ ატერა - ტაისონ ჰაუსმენი
- პოლი - ალეკს მერაზი
- ჯარედი - ბროსნონ პელეთიერი
[რედაქტირება] მუსიკა
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- (ინგლისური) The Twilight Saga: New Moon — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).
- The Twilight Saga: New Moon — Allmovie-ზე
- The Twilight Saga: New Moon — Box Office Mojo-ზე
- The Twilight Saga: New Moon — Rotten Tomatoes-ზე
|
|||||||||||||||||