ახალი მთვარე (რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახალი მთვარე
New Moon
Newmooncover.jpg
წიგნის ყდა
ავტორი

სტეფანი მეიერი

ქვეყანა

აშშ

ენა

ინგლ.

სერია

ბინდი

ჟანრი

ახალგაზრდული ლიტერატურა, ფენტეზი, რომანტიკული რომანი

გამომცემელი

Little, Brown

გამოცემის თარიღი

6 სექტემბერი 2006

მედია

წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი

გვერდი

563

oclc

69104227

წინამორბედი

ბინდი

მომდევნო

დაბნელება

ISBN

0-316-16019-9

ახალი მთვარე — მეორე წიგნი სერიიდან ბინდი, რომელიც შექმნა ამერიკელმა მწერალმა სტეფანი მეიერმა. რომანში მოთხრობილია 18 წლის იზაბელა სუონისა და ვამპირ ედვარდ კალენის სიყვარულის ისტორია. წიგნი გამოვიდა 2006 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ბელას თვრამეტი წლის იუბილეზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო კალენების ოჯახი ფორკს ტოვებს. ამის გამო ბელა ძლიერ დეპრესიაში ვარდება. მას არავინ და აღარაფერი აინტერესებს. ჩარლი უკვე მის ფენიქსში დედამისთან გაგზავნას უპირებს, თუმცა ბელას არ სურს ქალაქის დატოვება. რადგანაც სურს რომ ედვარდთან გატარებული დრო სიზმარი არ ეგონოს და სჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი ცხადში მოხდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდება ჯეიკობი. ბელა და ჯეიკი საუკეტესო მეგობრები გახდებიან თუმცა ჯეიკს ბელასადმი სასიყვარულო გრძნობა ამოძრავებს მაგრამ, ბელა ედვარდს ვერ ივიწყებს და მეტიც, იგი აღმოაჩენს, რომ როდესაც ადრენალინს გამოყოფს ედვარდის ხმა ჩაესმის. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს მოტოციკლის ყიდვას. თუმცა როდესაც მოტოციკლის ტარებას კარგად დაეუფლა მას ადრენალინი აღარ აწუხებდა და ამიტომაც ედვარდის ხმებიც შეწყდა. ერთხელ მან დაინახა, თუ როგორ ხტებოდნენ ჯეიკობის ტომელი ბიჭები კლდიდან და გადაწყვიტა მასაც ეცადა ეს. მალე ბელა გაარკვევს რომ მისი მეგობარი ჯეიკი მაქციაა რაც ნიშნავს იმას, რომ მას მგლად გადაქცევა შეუძლია თუმცა, სანამ კონტროლს არ ისწავლის ბელასთან ურთიერთობა აკრძალული აქ. ამის გამო ბელა კვლავ დეპრესიაში ვარდება. მოვიანებით ბელა აიხდენს სურვილს და კლდიდან გადახტება. სწორედ ამას დაინახავს კალენების ოჯახის ნათელმხილველი წევრი ელისი. როდესაც ედვარდი ელისის აზრებს წაიკითხავს ეგონება, რომ ბელამ თავი მოიკლა და გადაწყვეტს რომ აღარაფრად ღირს სიცოცხლე. ამიტომაც იტალიაში გაემგზავრება ვოლტურებთან რათა თავი მოიკლას. ვინაიდან და რადგანაც არო ედვარდის მამობილის, კარლაილის ძველი მეგობარია, ედვარდს უარს განუცხადებს უმიზეზოდ მოკვლაზე. ამის შემდეგ ედვარდი გადაწყვეტს რომ ხალხის წინაშე საჯაროდ გამოავლინოს თავისი ვამპირობა რითაც ვოლტურების მთავარ კანონს დაარღვევს და ამით სიკვდილით დაისჯება. თუმცა ბელა და ელისი ბოლო მომენტში მიუსწრებენ ედვარდს რათა არ მისცენ მას კანონის დარღვევის და სიკვდილის უფლება. საბოლოოდ კალენების ოჯახი კვლავ ფორკსში დაბრუნდება და ცხოვრების ჩვეულ რითმში ჩადგება.

ყდა[რედაქტირება]

როგორც თავად საგის ავტორმა სტეფან მეიერმა აღნიშნა, ყვავილი კონკრეტულად არაფერს გამოხატავს. უბრალოდ ტიტის ეს ერთ-ერთი სახეობა სასიამოვნოდ გამოიყურება, სწორედ ამიტომ მოხვდა ის გარეკანზე. რაც შეეხება თავად წიგნის სახელწოდებას “ახალ მთვარეს”, ის ბელას ცხოვრებაში ახალ სიყვარულს აღნიშნავს, სწორედ ამ წიგნში, გამოჩნდა ჯეიკობი ახალი მთვარე ბელას ცხოვრებაში…

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]