დაბნელება (რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბნელება
Eclipse
Eclipsecover.jpg
წიგნის ყდა
ავტორი

სტეფანი მეიერი

ქვეყანა

აშშ

ენა

ინგლისური

სერია

ბინდი

ჟანრი

ახალგაზრდული ლიტერატურა, ფენტეზი, რომანტიკული რომანი

გამომცემელი

Little, Brown

გამოცემის თარიღი

7 აგვისტო 2007

მედია

წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი

გვერდი

629

oclc

124031725

წინამორბედი

ახალი მთვარე

მომდევნო

განთიადი

ISBN

978-0316160209

დაბნელება (ინგლ. Eclipse) — მესამე წიგნი სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან „ბინდი“. წიგნი გამოიცა 2007 წლის 7 აგვისტოს. რომანს ისეთივე წარმატება ხვდა წილად როგორც მის წინამორბედებს (ბინდი და ახალი მთვარე).

სიუჟეტი[რედაქტირება]

მოქმედება კვლავ ფორკსში ვითარდება. კალენების დაბრუნებამ ჯეიკობი ძალიან განარისხა რადგანაც მას სამუდამოდ გადაეკეტა გზა ბელასაკენ და ისინი მხოლოდ მეგობრებად დარჩნენ. თუმცა ჯეიკს ბელა კვლავ უყვარს და სწორედ ამიტომ წიგნის ერთ-ერთ ეპიზოდში მას აკოცებს რაც ბელას იმდენად განარისხებს რომ ჯეიკისათვის ფიზიკურად გასწორებას შეეცდება და რადგანაც მაქციები ისევე როგორც ვამპირები კლდესავით მაგრები იყვნენ, ბელა ხელს დაიზიანებს. ამან ოფრო დაძაბა ვითარება ედვარსა და ჯეიკს შორის. თუმცა ბელა მას მაინც შერიგდება. ამავდროულად ბელაზე განრისხებული ვიქტორია სიეტლში ახალშექმნილი ვამპირებისაგან არმიას აყალიბებს, რათა ერთხელ და სამუდამოთ იძიოს შური კალენებზე მისი შეყვარებული, ჯეიმსის მოკვლისათვის. კალენები ნებისმიერ მომენტში ელოდებიან ვიქტორიას თავდასხმას და ამიტომაც ისინი მუდამ მზადყოფნაში არიან. რადგანაც ვიქტორია მაქციებისა და ვამპირების საერთო მტერია ამ ნაწილში ისინი გაერთიანდებიან მტერთან საბრძოლველად. ვამპირები მაქციებთან ერთად დაიწყებენ ტაქტიკის შემუშავებას თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალშექმნილთა არმიას. ამ ნაწილში ბელა სკოლას ამთავრებს და ამის აღსანიშნავად კალენების სახლში ელისი წვეულებას მოაწყობს. საბოლოოდ ვიქტორიას არმია ფორკსისაკენ დაიძვრება რასაც ელისი მანამდე დაინახავს სანამ ისინი ქალაქს მოუახლოვდებიან. კარგად შემუშავებული ტაქტიკით კალენებსა და მაქციებს არ გაუჭირდებათ ვიქტორიას არმიისათვის ბოლოს მოღება. წიგნის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლექის მიერ სადაც მას ედვარდისა და ბელას, ქორწილის მოსაწვევი მოსდის.

ყდა[რედაქტირება]

ავტორის სტეფანი მეიერის თქმით, დაბნელების გარეკანს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს:

  • წითელი ლენტის ერთი ნაწილი ედვარდისადმი, ხოლო მეორე ჯეიკობისადმი სიყვარულს აღნიშნავს. ლენტი ბელას არჩევანია თუ ვისთან დარჩეს.
  • ლენტი ასევე აღნიშნავს იმ ორ არჩევანს რომელიც ბელას გააჩნია: პირველი გახდეს ვამპირი და დარჩეს ედვარდთან, და მეორე დარჩეს ადამიანი, მაგმამ იყოს ჯეიკობთან.
  • იმის მიუხედავად, რომ ბელას ძალიან სურს, გახდეს ვამპირი, მას მაინც უჭირს გამოეთხოვოს მის ადამიანურ ცხოვრებას. ლენტის ორი ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან წვრილი ძაფით, რაც აღნიშნავს იმას რომ ბელა ებღაუჭება საკუთარ ადამიანურ ცხოვრებას, ჯეიკობს.
  • ლენტის მცირე ნაწილი ჯეიკობისადმი სიყვარულის აღმნიშვნელია, ხოლო დიდი ედვარდისადმი.

თავად სახელწოდება “დაბნელება” არის მთვარის (ედვარდის) და მზის (ჯეიკობის) ერთობლიობა, რაც დაბნელების აღმნიშვნელია…

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]