რობერტ პატინსონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ პატინსონი
Robert Pattinson 4, 2012.jpg
პეტინსონი 2012 წელს
დაბადების სახელი რობერტ ტომას პეტინსონი
დაბადების ადგილი ლონდონი, ინგლისი
დაიბადა 13 მაისი, 1986 (1986-05-13) (27 წლის)
შემოქმედების წლები 2004-დან დღემდე
საცხოვრებელი ადგილი ლოს-ანჯელესი
რობერტ პეტინსონი "ბინდის" პრემიერაზე ლოს–ანჯელესში

რობერტ ტომას პეტინსონი (ინგლ. Robert Thomas Pattinson; დ. 13 მაისი, 1986) — ინგლისელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. მან ითამაშა ედვარდ ქალენი ფილში "ბინდი", რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების რომანზე, ასევე - სედრიკ დიგორი ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი".

სექციების სია

ბიოგრაფია [რედაქტირება]

ცხოვრების ადრეული წლები [რედაქტირება]

პეტინსონი დაიბადა ლონდონში, ინგლისში. ის ჩაერთო სამოყვარულო თეატრის საქმეში "ბარნეს თეატრალური კომპანიის" მეშვეობით. კულისებს მიღმა სამუშაოების შემდეგ მან მიიღო სამსახიობო როლები. ამის მერე ის თამაშობდა "მაკბეტის" სამოყვარულო ვერსიაში Old Sorting Office Arts Centre-ში, ასევე სცადა ბედი მოდელადაც.

კარიერა [რედაქტირება]

რობერტმა მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ტელეფილმში "ნიბელუნგების ბეჭედი" (2004) და რეჟისორ მირა ნაირის ფილმში "ამაოების ბაზარი" (2004), სადაც მისი სცენები ამოჭრეს და მხოლოდ DVD ვერსიაზე გამოჩნდა. 2005 წლის მაისში მონაწილეობა უნდა მიეღო "წინა ქალის" ინგლისურ საპრემიერო ჩვენებაზე Royal Court Theatre-ში, მაგრამ გახსნით საღამომდე დაითხოვეს და ჩაანაცვლა მსახიობ ტომ რილეიმ.

ამავე წელს, მოგვიანებით მან განასახიერა სედრიკ დიგორი ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი" და ამის შედეგად ის იქნა დასახელებული, როგორც ამავე წლის "მომავლის ბრიტანელი ვარსკვლავი" Times Online-ის მიერ. ასევე მასზე ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ის იქნებოდა შემდეგი ჯუდ ლოუ.

პეტინსონი გამოჩნდა Hackett-ის 2007 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ის თამაშობს ედვარდ კალენს ფილმში "ბინდი", რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანზე და რომელიც 2008 წლის 21 ნოემბერს გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

რობერტს აქვს მთავარი როლები მოახლოვებულ ფილმებში: "პატარა იფნები", სადაც ის სალვადორ დალის თამაშობს, "როგორ იყო" - ბრიტანული კომედია და მოკლემეტრაჟიან ფილმში "ზაფხულის სახლი". იანვარში ის დაიწყებს ახალ პროექტზე მუშაობას სახელწოდებით "თითო ნაწილი მილიარდად", რომელზედაც ის ამბობს: "ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული სცენარი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს ჩემს ცხოვრებაში".

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი სათაური როლი შენიშვნები
2004 ამაოების ბაზარი როდი კრავლი
ნიბელუნგების ბეჭედი გისელჰერი ტელეფილმი
2005 ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი სედრიკ დიგორი
2006 გამოცხადებული მფრინავი ტობი ჯაგი ტელეფილმი
2007 ცუდი დედის სახელმძღვანელო დანიელ გეილი ტელეფილმი
ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი სედრიკ დიგორი ფლეშბექი
2008 როგორ იარსებო არტი
ბინდი ედვარდ ქალენი
ზაფხულის სახლი რიჩარდი გამოუშვებელი
2009 წვრილმანი ნარჩენები სალვადორ დალი
ბინდის საგა: ახალი მთვარე ედვარდ ქალენი ქრონიკული
2010 გახსოვდე ტაილერი
ბინდის საგა: დაბნელება ედვარდ ქალენი
ტყვეთა განთავისუფლება ფინეასი
2011 მშვენიერი მეგობარი ჟორჟე დუროი
2011 განთიადი ედვარდ კალენი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]