ბინდი (2008 წლის ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინდი
Twilight
ფილმის კინოპოსტერი
ფილმის კინოპოსტერი
რეჟისორი:

კეტრინ ჰარდვიკი

პროდიუსერი:

მარკ მორგანი
გრეგ მურადიანი
ვიკ გოდფრი

სცენარის ავტორი:

ბინდი:
სტეფანი მეიერი
სცენარი:
მელისა როზენბერგი

მთავარ როლებში:

კრისტენ სტიუარტი
რობერტ პეტინსონი

კომპოზიტორი:

კარტერ ბარველი

დისტრიბუტორი:

Summit Entertainment (აშშ)
Entertainment One Ltd. (ინგლისი)

ხანგრძლივობა:

121 წთ

ქვეყანა:

აშშ

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

37 მილიონი აშშ დოლარი[1]

შემოსავალი:

392,563,465 აშშ დოლარი[2]

შემდეგი:

ახალი მთვარე

ბინდი (ინგლ. Twilight) — 2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი“, რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი.

ფილმის სლოგანია „when you can live forever, what do you live for?“ (ქართულად „თუკი სამუდამოდ ცხოვრება შეგიძლია, რისთვის ცხოვრობ?“)

სექციების სია

[რედაქტირება] სიუჟეტი

17 წლის ბელა მამამისთან (ჩარლი) პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის, იმიტომ რომ დედის (რენე) ახალი ქმარი (ფილი) ბეისბოლისტია და ხშირი მოგზაურობა უწევს. ფორკსში ის გაიცნობს საიდუმლოებებით აღსავსე ოჯახს - კალენებს. ბელა შეიტყობს რომ კალენები ვამპირები არიან. მათ ადამიანის სისხლზე უარი თქვეს და ცხოველების სისხლით იკვებებიან. ბელას და ედვარდს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ედვარდი ბელას ოჯახის წევრებს გააცნობს. მას გოგონა ბეისბოლზე მიჰყავს, სადაც შეხვდებიან სამ ვამპირს. ერთ-ერთი მათგანი, ჯეიმსი ბელაზე ნადირობას იწყებს. კალენების ოჯახი იცავს ბელას და საიმედოდ გადამალავს მას ჯექსონვილში. ჯეიმსი მაინც გაიგებს ბელას ადგილსამყოფელს და მის მოსაკლავად მიდის. ის დააშინებს ბელას დედის მოკვლით და აიძულებს საბალეტო სტუდიაში შეხვედრას. ედვარდი მოკლავს ჯეიმსს და გადაარჩენს ბელას. ბოლოს, როცა ბელა და ედვარდი სკოლის დასრულების აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავენ, ვიქტორია (ჯეიმსის შეყვარებული) მათ ფანჯრიდან უყურებს.

[რედაქტირება] როლებში

[რედაქტირება] კალენები

  • ედვარდ კალენი - რობერტ პატინსონი
  • კარლაილ კალენი - პიტერ ფაჩინელი
  • ესმე კალენი - ელისაბედ რიზერი
  • როზალი კალენი - ნიკი რიდი
  • ემეტ კალენი - კელან ლატსი
  • ელის კალენი - ეშლი გრინი
  • ჯასპერ კალენი - ჯექსონ რეტბონი

[რედაქტირება] ადამიანები

  • ბელა სუონი - კრისტენ სტიუარტი
  • ჩარლი სუონი - ბილი ბურკი
  • ჯეიკობ ბლექი - ტეილორ ლოტნერი
  • ბილი ბლექი - გილ ბირმინგემი
  • ჯესიკა სტენლი - ანა კენდრიკი
  • ანჟელა უებერი - კრისტიან სერატოსი
  • მაიკლ ნიუტონი - მაიკლ უელში
  • ერიკ იორკი - ჯასტინ ჩონი

[რედაქტირება] მაწანწალა ვამპირები

  • ჯეიმსი - კემ ჯიგანდეტი
  • ვიქტორია - რაშელ ლეფევრე
  • ლორანი - ედი გატერი

[რედაქტირება] მუსიკა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბინდი (საუნდტრეკი).

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე