ჯეიკობ ბლეკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიკობ ბლექი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიკობ ბლეკი
Jacob black twilight saga.jpg
შემქმნელი: სტეფანი მეიერი
ეპიზოდების რაოდენობა: ბინდი, ახალი მთვარე, დაბნელება, განთიადი;
ინფორმაცია
სხვა სახელები: ჯეიკი
სქესი: მამრობითი
ასაკი: 16
დაბ. თარიღი: 14 იანვარი 1990, ლა პუში, ვაშინგტონი
ოჯახი: ბილი ბლეკი (მამა), სარა ბლეკი (დედა), რებეკა და რეიჩელ ბლეკები (დები);
მეორე ნახევარი(ები): რენესმე-კარლი კალენი
მისამართი: ლა პუში
ეროვნება: ამერიკელი

ჯეიკობ ბილი ბლეკი (ინგ.Jacob Billy Black) — პერსონაჟი სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან „ბინდი“. მისი პერსონაჟი გვხვდება საგის ყველა ნაწილში, თუმცა პირველი ნაწილისაგან განსხვავებით სადაც ის ეპიზოდურად ჩნდება წიგნის ფურცლებზე, სხვა დანარჩენებში ჯეიკობი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

შექმნა[რედაქტირება]

სტეფან მეიერის თქმით, თავდაპირველად, ჯეიკობი სიუჟეტში იმიტომ გამოჩნდა, რომ ედვარდის საიდუმლო ბელასათვის ეთქვა საგის პირველ ნაწილში. თუმცა ავტორს, მის აგენტს და რედაქტორს ეს გმირი ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს მისთვის მნიშვნელოვანი როლი მიეცათ საგის შემდეგ ნაწილში „ახალი მთვარე“. სტეფანმა თავის საიტზე დაწერა, რომ როდესაც ჯეიკობი საგის მეორე ნაწილში პირველ ხარისხოვან პერსონაჟად გარდაქმნა, დაუბრუნდა კვლავ „ბინდს“, რომელსაც იმ დროს გამოსაცემად არედაქტირებდა, რათა ჯეიკისა და მამამისი ბილი ბლეკისათვის უფრო მნიშვნელოვანი როლი მიეცა.

როლი წიგნებში[რედაქტირება]

ბინდი[რედაქტირება]

„ბინდში“ ჯეიკობს არც თუ ისე დიდი როლი აქვს. იგი გვევლინება ბელა სუონის მამის, ჩარლი სუონის მეგობრის ბილი ბლეკის შვილად. როდესაც ბელამ ლა პუშის ლიაჟზე ლაშქრობისას ჯეიკობს სთხოვა, რამე მოეყოლა ედვარდ კალენისა და მის ოჯახზე, ჯეიკმა მას ქუილეუტების ლეგენდა უამბო. მან გაუმხილა ბელას, რომ ედვარდი ვამპირი იყო. სწორედ მაშინ შეუყვარდა ჯეიკობს ბელა.

ახალი მთვარე[რედაქტირება]

ბელას დაბადების დღეზე, როდესაც ედვარდის ძმა ჯასპერი ბელას თავს დაესხა, ედვარდმა გადაწყვიტა ფორკსი დაეტოვა, ბელასვე უსაფრთხოებისათვის. ბელა ამ ამბავმა ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მას არაფერი და აღარავინ აინტერესებდა. სწორედ ამ დროს იგი დაუმეგობრდა ჯეიკობს. მათი მეგობრობა ნელ-ნელა მყარდებოდა და ბელაც გამოდიოდა დეპრესიიდან. ჯეიკობს კი ბელას მიმართ სასიყვარულო გრძობები ამოძრავებდა, თუმცაღა, ბელა მას როგორც ძმას ისე უყურებდა. ჯეიკობი წარმოშობით ძველი ტომის ქუილეუტების შთამომავალი იყო. ლეგენდის თანახმად, ქუილეუტები იყვნენ მაქციები რომლებიც ვამპირების მოსისხლე მტრებად ითვლებოდნენ. როდესაც ჯეიკობი მაქციად გადაიქცა, მას აღარ ჰქონდა დრო ბელასათვის, რამაც ბელა კვლავ დეპრესიაში ჩააგდო. ჯეიკს არ ჰქონდა უფლება, გაემხილა ვინმესათვის თავისი საიდუმლო, თუმცა, საბოლოოდ, მან ბელას მაინც უამბო ამის შესახებ.

დაბნელება[რედაქტირება]

ჯეიკობი აღშფოთებულია იმით, რომ ედვარდი დაბრუნდა და ის კვლავ განაგრძობს ბელაზე ზრუნვას. ჯეიკი სხვადასხვა გზებით ცდილობს ბელას თავი შეაყვაროს, თუმცა მას არაფერი გამოსდის. ბოლოს და ბოლოს ვამპირები და მაქციები ერთიანდებიან ვიქტორიასა და მის ახალშექმნილთა არმიის წინააღმდეგ. ედვარდსა და ჯეიკობს შორის კვლავ მტრობაა. ჯეიკი დარწმუნებულია, რომ ბელასაც უყვარს იგი, უბრალოდ ამას თვითონ ვერ ხვდება. როდესაც ჯეიკობი ვიქტორიას არმიასთან საბრძოლველად მიდის ის ბელას ეუბნება, რომ თუკი შანსი იქნება, სჯობს მოკვდეს, ვიდრე ცოცხალი გადარჩეს. ბელა კი მას სთხოვს, რომ დარჩეს, რადგან მასზე ნერვიულობს. ჯეიკი ბელას სთავაზობს, დაუმტკოცოს სიმართლე და ამ დროს ბელა მას აძლევს უფლებას, რომ აკოცოს. კოცნის დროს ბელა ხვდება, რომ მას ჯეიკობი უყვარს, თუმცა უფრო ნაკლებად, ვიდრე ედვარდი. ჯეიკმა ახალშექმნილებთან ბრძოლაში იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, რომ მაქციების „ნიჭმა“ — ძალიან სწრაფად მოშუშებოდათ ჭრილობა, რამდენიმე დღე გასტანა. მას გამოჯანმრთელებაში კარლაილ კალენი ეხმარებოდა. როდესაც ბელამ დაშავებული ჯეიკობი მოინახულა, ჯეიკმა მას უთხრა, რომ ყოველთვის ეყვარება იგი და მუდან დაელოდება მას. წიგნის ბოლოს ჯეიკს მოსდის ბელას და ედვარდის ქორწილის მოსაწვევი, რაც მის განრისხებას გამოიწვევს და ის სახლიდან გარბის.

განთიადი[რედაქტირება]

ჯეიკობი ედვარდის და ბელას ქორწილში მივა, სადაც ბელასაგან შეიტყობს, რომ ის და ედვარდი „ნამდვილ“ თაფლობის თვის გატარებას აპირებენ. სწორედ ამ მომენტში ის მაქციად გარდაიქმნება, რათა ედვარდს გაუსწორდეს იმის გამო, რომ ბელას დიდ საფრთხეში აგდებს. ბელა საქორწილო მოგზაურობის დროს დაფეხმძიმდა, ხოლო ნაყოფი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ედვარდმა ის სასწრაფოდ ფორკსში დააბრუნა, რათა კარლაილს მისთვის ნაყოფი მოეშორებინა, სანამ იგი ბელას შეიწირავდა. ჯეიკი იგებს ამის შესახებ და მთელი გულით იძულებს ნაყოფს, რომელიც ბელას სისხლს სწოვს. ხროვა წყვეტს, რომ ნაყოფი, რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება, შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის და ამიტომ ის უნდა განადგურდეს დაბადებამდე. როდესაც ჯეიკი აცნობიერებს, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა, რათა არ დაიბადოს ედვარდისა და ბელას შვილი, ტოვებს სემის ხროვას და მიდის, რათა დაიცვას კალენები. ჯეიკობს გამოყვა სეთ კლიარუოტერი, რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი შეუერთდა ჯეიკის ხროვას მისმა დამ ლეამაც არ დააყოვნა და მას მიჰყვა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარმა ხროვამ კალენების სახლის გარშემო პატრულირება დაიწყეს, რათა ბელა დაეცვათ. „განთიადში“ ბელას და ედვარდის შვილის რენესმეს დაბადების შემდეგ ჯეიკობი აღიბეჭდება რენესმეზე, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა ყოფილიყო. ამით იხსნება ისიც, თუ რატომ იზიდავდა ამდენ ხანს ჯეიკს ბელა, რენესმე ხომ მის მუცელში იზრდებოდა. ამის შემდეგ ჩნდება ახალი პრობლემა, როდესაც „განთიადის“ მეორე ნაწილში მაქციების მიერ მოკლული ლორანის მეგობარი გოგო ირინა მიდის ვოლტურებთან, რათა აცნობოს, რომ კალენებმა შექმნეს „უკვდავი ბავშვი“ (უკვდავი ბავშვები იყვნენ ვამპირთა მიერ გარდაქმნილი ჩვილები, რომლებიც დაუმორჩილებლები იყვნენ. არსებობდა ლეგენდები, რომლის თანახმადაც, ზოგჯერ, ერთი უკვდავი ბავშვი ერთ ღამეში მთელს სოფელს ჟლეტდა). ამის შემდეგ სემის და ჯეიკობის ხროვები გაერთიანდნენ რენესმეს დასაცავად. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად სრულდება: კალენები გაიგებენ, რომ რენესმე ნახევრად ადამიანი, ნახევრად ვამპირია და იგი უკვდავია, როგორც ვამპირი და მისი გული ფეთქავს, როგორც ადამიანის. მისი ზრდა სრულდება 7 წელში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: