განთიადი (რომანი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
განთიადი
Breaking Dawn
განთიადი, წიგნის გარეკანი.jpg
წიგნის ყდა
ავტორი

სტეფანი მეიერი

გარეკანის მხატვარი

გეილ დუბინინი (დიზაინი)
როჯერ ჰეგედონი (ფოტოგრაფია)

ქვეყანა

აშშ

ენა

ინგლ.

სერია

ბინდი

ჟანრი

ახალგაზრდული ლიტერატურა
ფენტეზი

გამომცემელი

Little, Brown

გამოცემის თარიღი

2 აგვისტო, 2008

მედია

წიგნი (მაგარი ყდა, რბილი ყდა)
ელექტრონული წიგნი
აუდიო წიგნი

გვერდი

756

წინამორბედი

დაბნელება

მომდევნო

'

ISBN

ISBN 0-316-06792-X

განთიადი (ინგლ. Breaking Dawn) — მეოთხე და ბოლო ნაწილი სტეფანი მეიერის რომანების სერიისა ბინდი. წიგნი პირვეად ამერიკაში გამოიცა 2008 წლის 2 აგვისტოს. გაყიდვა დაიწყო შუაღამისას და მიმდინარეობდა წვეულების თანხლებით რომლებიც წიგნის მაღაზიის ადმინისტრაციამ, რომანის ერთგულ მკითხველს მოუწყო. წიგნის ტირაჟი იყო 3,7 მილიონი საიდანაც 1,5 მილიონი პირველ 24 საათში გაიყიდა. წიგნი გაგრძელებაა ჩვეულებრი ამერიკელი გოგონა ბელა სუონისა და ვამპირ ედვარდ კალენის სიყვარულისა. თუმცა წინამორბედებისაგან გნსხვავებით განთიადი შედგება 3 ნაწილისაგან და აქედან მეორე ნაწილი ჯეიკობის მიერაა მოთხრობილი.

სიუჟეტი[რედაქტირება]

წიგნი პირველი (ბელა)[რედაქტირება]

როგორც იქნა ბელა და ედვარდი დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს თაფლობის თვე სამხრეთ ამერიკაში ედვარდის მშობლების კუთვნილ კუნძულზე გაატარონ. იმის მიუხედავად, რომ ბელა კვლავ ადამიანია ის ახერხებს ედვარდის დაყოლიებას ფიზიკურ კონტაქტზე რითაც თავს დიდ საფრთხეში იგდებს. კუნძულზე ცხოვრების ორი კვირის შემდეგ ბელა ხვდება, რომ ის ფეხმძიმედაა და შვილს ელოდება ვამპირისაგან...

წიგნი მეორე (ჯეიკობი)[რედაქტირება]

ჯეიკი ხროვის წევრებისაგან იგებს, რომ ბელა საშინლად ავადმყოფობს და კალენები მას კარანტინში ამყოფებენ. ის ფიქრობს რომ ეს ტყუილია და ედვარდმა მისი მეგობარი უკვე ვამპირად აქცია. ჯეიკობი მალევე შეიტყობს ბელას ავადმყოფობის მიზეზს და მთელი გულით იძულებს ნაყოფს რომელიც სისხლს სწოვს იზებელას. ხროვა წყვეტს, რომ ნაყოფი რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის ამიტომ ის უნდა განადგურდეს ვიდრე დაიბადება. როდესაც ჯეიკი აცნობიერებს, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა რათა არ დაიბადოს ედვარდისა და ბელას შვილი ტოვებს სემის ხროვას და მიდის რათა დაიცვას კალენები. ჯეიკობს გამოყვა სეთ ქლიაუტერი რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი შეუერთდა ჯეიკის ხროვას მისმა დამ ლეამაც არ დააყოვნა და მას მიჰყვა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარმა ხროვამ კალენების სახლის გარშემო პატრულირება დაიწყეს, რათა ბელა დაეცვათ. მეორე წიგნის ბოლოს ბელას ეწყება მშობიარობა ნაყოფი მას შუაზე გლეჯს, ამიტომ ედვარდი ცდილობს თავისი ნერწყვით მანამ შეუხორცოს ჭრილობები თავის ცოლს სანამ სისხლისაგან დაიცლება, ბელა უკვე გონებას კარგავს და ედვარდი გადაწყვეტს ის გარდაქმნას. გულში ნემსით შეყვანილი ვამპირის შხამი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ბელა ვამპირად აქციოს.

წიგნი მესამე (ბელა)[რედაქტირება]

რამდენიმე დღიანი ძლიერი ტკივილის შემდეგ ბელა გონს მოდის და სამყაროს ვამპირის თვალით ხედავს. პირველი რასაც იგი ამჩნევს არის სპექტრის მერვე ფერი რომელსაც მანამდე ვერ აღიქვამდა. ედვარდი შესთავაზებს სანადიროთ წავიდნენ რათა მათი ნახევრად ვამპირი ნახევრად ადამიანი შვილის ნახვისას ბელა სისიხლის სუნმა არ შეაცდინოს. პირველ ნადირობაზე ახალშექმნილი იზაბელა პუმას მოინადირებს. ნადირობის პროცესში დაბერული ნიავი ადამიანის სუნს მოიტანს რაც ბელას დააბრმავებს და მისკენ გაიქცევა თუმცა შუა გზაში ის გადაიფიქრებს და გაჩერდება. ამან ედვარდი და მთელი კალენების ოჯახი ძალიან გააკვირვა, ის რომ ახალშექმნილი ვამპირი თავს იმორჩილებს და ნადირობას შუა გზაში წყვეტს ძალიან საკვირველია რადგან ამას ხშირად გამოცდილი ვამპირებიც ვერ ახერხებდნენ. საბოლოოდ როდესაც ედვარდი დარწმუნდება რომ ბელასათვის რენესმესთან მიახლოვება საშიშროებას არ წარმოადგენს მას სახლში წაიყვანს სადაც ბელა აღმოაჩენს, რომ ჯეიკობი მის შვილ რენესმეზეა აღბეჭდილი, რაც მას გააცოფებს და მდგომარეობიდან გამოიყვანს. ამავდროულად ლორანის მკვლელობაზე გაბრაზებული ირინა ჩამოდის ალასკადან რათა ბოდიში მოუხადოს კალენებს ქორწილში არ მისვლისათვის. თუმცა როდესაც იგი მათ სახლს მიუახლოვდება დაინახავს რენესმეს. მას იგი კალენების მიერ შექმნილი ვამპირი ბავშვი ეგონება და რადგანაც მათი შექმნა აკრძალული იყო, იგი ვოლტურებს შეატყობინებს ამის შესახებ. როდესაც ელისი ხილვაში ნახავს რომ ვოლტურები მათთან ჩამოსვლას აპირებენ რათა გაარკვიონ ბავშვის ამბავი, კალენები გადაწყვეტენ ყველა ნაცნობი ვამპირის მოწმეებად გამოყენებას და ამიტომაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოიწვევენ მათ. კალენების მოწმეები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უმალვე მათკენ გამოემართებიან. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება და ვოლტურები კვლავ იტალიაში დაბრუნდებიან. კალენების ოჯახი კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ყდა[რედაქტირება]

წიგნის ავტორის თქმით მის გარეკანს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს:

  • ჭადრაკის დაფა აღნიშნავს წიგნის დასასრულს. იქ სისხლიანი დასასრულის მაგივრად ვოლტურები მარცხდებიან, რადგან ჭადრაკი არის გონივრული თამაში და მოგება მაშინაც კია შესაძლებელია როდესაც შანსები ცოტაა.
  • ჭადრაკის ეს ორი ფიგურა ბელას წარსულსა და მომავალს აღნიშნავს: წითელი პაიკი მისი ადამიანური ცხოვრებაა. როდესაც ბელა იყო ძალიან სუსტი, რადგანაც პაიკი ყველაზე პატარა რანგისაა ფიგურებს შორის. ხოლო თეთრი ლაზიერი(გარეკანზე ის პაიკზე წინ დგას) მისი ვამპირული ცხოვრების აღმნიშვნელია, როგორც ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]