რობერტ პატინსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან რობერტ პეტინსონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რობერტ პატინსონი
Robert Pattinson Paris Cosmopolis.jpg
პატინსონი 2012 წელს
დაბ. სახელი რობერტ დაგლას ტომას პატინსონი
დაბ. ადგილი ლონდონი, ინგლისი
დაბ. თარიღი 13 მაისი, 1986 (1986-05-13) (28 წლის)
საქმიანობა მსახიობი, მოდელი, მუსიკოსი, პროდიუსერი
წლები 2004-დან დღემდე
საცხოვრებელი ადგილი ლოს-ანჯელესი
რობერტ პეტინსონი „ბინდის“ პრემიერაზე ლოს–ანჯელესში

რობერტ ტომას პეტინსონი (ინგლ. Robert Thomas Pattinson; დ. 13 მაისი, 1986) — ინგლისელი მსახიობი, მოდელი და მუსიკოსი. მან ითამაშა ედვარდ კალენის როლი „ბინდის საგაში“, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების რომანზე, ასევე - სედრიკ დიგორი ფილმში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პეტინსონი დაიბადა ლონდონში, ინგლისში. ის ჩაერთო სამოყვარულო თეატრის საქმეში „ბარნეს თეატრალური კომპანიის“ მეშვეობით. კულისებს მიღმა სამუშაოების შემდეგ მან მიიღო სამსახიობო როლები. ამის მერე ის თამაშობდა „მაკბეტის“ სამოყვარულო ვერსიაში „Old Sorting Office Arts Centre“-ში, ასევე სცადა ბედი მოდელადაც.

პატინსონმა მიიღო მეორეხარისხოვანი როლები ტელეფილმში „ნიბელუნგების ბეჭედი“ (2004) და რეჟისორ მირა ნაირის ფილმში „ამაოების ბაზარი“ (2004), სადაც მისი სცენები ამოჭრეს და მხოლოდ DVD ვერსიაზე გამოჩნდა. 2005 წლის მაისში მონაწილეობა უნდა მიეღო „წინა ქალის“ ინგლისურ საპრემიერო ჩვენებაზე Royal Court Theatre-ში, მაგრამ გახსნით საღამომდე დაითხოვეს და ჩაანაცვლა მსახიობ ტომ რილეიმ. იმავე წელს, მოგვიანებით მან განასახიერა სედრიკ დიგორი ფილმში „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“ და ამის შედეგად ის იქნა დასახელებული, როგორც ამავე წლის „მომავლის ბრიტანელი ვარსკვლავი“ „Times Online-ის“ მიერ. ასევე მასზე ბევრჯერ ამბობდნენ, რომ ის იქნებოდა შემდეგი ჯუდ ლოუ.

პეტინსონი გამოჩნდა „Hackett-ის“ 2007 წლის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ის თამაშობს ედვარდ კალენს ფილმში „ბინდი“, რომელიც დაფუძნებულია სტეფანი მეიერის ამავე სახელწოდების ბესტსელერ რომანზე და რომელიც 2008 წლის 21 ნოემბერს გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში.

პატინსონს აქვს მთავარი როლები ფილმებში: „წვრილმანი ნარჩენები“, სადაც ის სალვადორ დალის თამაშობს და „როგორ იარსებო“ - ბრიტანული კომედია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2004 ამაოების ბაზარი Vanity Fair როდი კრავლი
2004 ტფ ნიბელუნგების ბეჭედი Ring of the Nibelungs გისელჰერი
2005 ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი Harry Potter and the Goblet of Fire სედრიკ დიგორი
2006 ტფ გამოცხადებული მფრინავი The Haunted Airman ტობი ჯაგი
2007 ტფ ცუდი დედის სახელმძღვანელო The Bad Mother's Handbook დანიელ გეილი
2007 ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი Harry Potter and the Order of the Phoenix სედრიკ დიგორი
2008 როგორ იარსებო How to Be არტი
2008 ბინდი Twilight ედვარდ კალენი
2009 წვრილმანი ნარჩენები Little Ashes სალვადორ დალი
2009 ბინდის საგა: ახალი მთვარე The Twilight Saga: New Moon ედვარდ კალენი
2010 გახსოვდე Remember Me ტაილერი
2010 ბინდის საგა: დაბნელება The Twilight Saga: Eclipse ედვარდ კალენი
2011 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 1 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 1 ედვარდ კალენი
2012 მშვენიერი მეგობარი Bel Ami ჟორჟე დუროი
2012 ბინდის საგა: განთიადი - ნაწილი 2 The Twilight Saga: Breaking Dawn – Part 2 ედვარდ კალენი
2012 კოსმოპოლისი Cosmopolis ერიკ პაკერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: