შერლოკ ჰოლმზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შერლოკ ჰოლმზი
„შერლოკ ჰოლმსის“ პერსონაჟი
Sherlock Holmes Portrait Paget.jpg
შერლოკ ჰოლმსი, სიდნი პეჯეტის 1904 წლის ილუსტრაცია
პირველი გამოჩენა: 1887-1888
შემქმნელი: ართურ კონან დოილი
ეპიზოდების რაოდენობა: ოთხი რომანი
56 მოთხრობა
ინფორმაცია
სქესი: მამრობითი
დაბ. თარიღი: 6 იანვარი 1854 (?)
გარდ. თარიღი: 1923 წლის შემდეგ
სპეციალობა: დედუქციური მეთოდის სპეციალისტი
პროფესია: დეტექტივი-კონსულტანტი
ოჯახი: მაიკროფტ ჰოლმსი (ძმა)
მისამართი: ლონდონი, ბეიკერ სტრიტი 221B
ეროვნება: ინგლისელი

შერლოკ ჰოლმზი (ინგლ. Sherlock Holmes) — ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთელი სერია ცნობილი დეტექტივის შერლოკ ჰოლმზის თავგადასავლების შესახებ. ეს ნაწარმოებები ითვლება დეტექტივური ჟანრის კლასიკად. ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს შერლოკის მუდმივი თანამგზავრის — ექიმი უოტსონისგან. უოტსონი აღწერს ჰოლმსის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის ჰოლმსი ბოროტმოქმედებას, ხოლო ბოლოს ჰოლმსი უხსნის უოტსონს თავის მოქმედებებს.

კონან დოილმა დაწერა 4 რომანი და 56 მოთხრობა შერლოკ ჰოლმზე. პირველი მოთხრობა „ალისფერი კვალი“ დაიბეჭდა ჟურნალ „Beeton's Christmas Annual“-ში 1887 წელს, ხოლო მეორე - „ოთხთა ნიშანი“ „Lippincott's Monthly Magazine“-ში 1890 წელს. შერლოკ ჰოლმსის პერსონაჟი ძალიან პოპულარული გახდა და 1891 წელს გამოვიდა მოთხრობების პირველი კრებული „The Strand Magazine“-ში. ამას შემდეგ მოჰყვა მოთხრობათა მთელი სერია და ოთხი რომანის გამოსვლა. ნაწარმოებები გამოდიოდა 1880 წლიდან 1907 წლამდე და შემდგომ კიდევ ერთი უკანასკნელი მოთხრობა „ლომის ფაფარი“ 1914 წელს.

ნაწარმოებები[რედაქტირება]

  • ალისფერი კვალი (1887, A Study in Scarlet)
  • ოთხთა ნიშანი (1890, A Sign of Four)
  • შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი (1891, The Adventures of Sherlock Holmes)
    • ბოჰემიაში მომხდარი აურზაური (A Scandal in Bohemia)
    • ჟღალთმიანთა კავშირი (The Red-Headed League)
    • მაცდური (A Case of Identity)
    • ბასკომბის ველის საიდუმლოება (The Boscombe Valley Mystery)
    • ფორთოხლის ხუთი კურკა (The Five Orange Pips)
    • დაჭმანჭულტუჩიანი კაცის თავგადასავალი (The Man with the Twisted Lip)
    • ცისფერი კარბუნკული (The Adventure of the Blue Carbuncle)
    • ჭრელი ლენტი (The Adventure of the Speckled Band)
    • ინჟინრის თითი (The Adventure of the Engineer’s Thumb)
    • უცოლო დიდგვაროვანი (The Adventure of the Noble Bachelor)
    • ბერილის გვირგვინი (The Adventure of the Beryl Coronet)
    • სპილენძის წიფლები (The Adventure of the Copper Beeches)
  • შერლოკ ჰოლმსის მოგონებები (1894, The Memoirs of Sherlock Holmes)
    • ვერცხლოვანი ნიშა (Silver Blaze)
    • მუყაოს კოლოფი (Cardboard Box)
    • ყვითელი სახე (Yellow Face)
    • კლერკის თავგადასავალი (The Stockbroker’s Clerk)
    • გლორია სკოტი (The “Gloria Scott”)
    • მისგრეივების საგვარეულო წესი (The Musgrave Ritual)
    • რეიგეტელი სკვაირები (The Reigate Puzzle)
    • მხრებში მოხრილი კაცი (The Crooked Man)
    • მუდმივი პაციენტი (The Resident Patient)
    • ბერძენი თარჯიმანი (The Greek Interpreter)
    • ზღვათა კავშირი (The Naval Treaty)
    • ჰოლმსის უკანასკნელი საქმე (The Final Problem)
  • ბასკერვილების ძაღლი (1901, The hound of Baskervilles)
  • შერლოკ ჰოლმსის დაბრუნება (1903, The return of Sherlock Holmes)
    • უკაცრიელი სახლი (The Adventure of the Empty House)
    • მოიჯარადე ნორვუდიდან (The Adventure of the Norwood builder)
    • მოცეკვავე კაცუნები (The Adventure of the Dancing Men)
    • ველოსიპედისტი ქალი (Solitary cyclist)
    • შემთხვევა ინტერნატში (The Adventure of the Priory School)
    • შავი პიტერი (The Adventure of the Black Peter)
    • ჩარლზ ოგასტეს მილვერტონის აღსასრული (The Adventure of the Charles Augustus Milverton)
    • ექვსი ნაპოლეონი (The Adventure of the Six Napoleons)
    • სამი სტუდენტი (The Adventure of Three Students)
    • ოქროსჩარჩოიანი პენსნე (The Adventure of the Golden Pince-Nez)
    • დაკარგული მორაგბე (The Adventure of the Missing Three-Quarter)
    • მკვლელობა ებბი-გრეიჯში (The Adventure of the Abbey Grange)
    • მეორე ლაქა (The Adventure of Second Stain)
  • საშიში ველი (1914, The Valley of fear)
  • გამოსათხოვარი თავისდაკვრა (1917, His Last Bow)
    • ცისვაზის საყარაულოში (The Adventure of Wisteria Lodge)
    • ალისფერი ბეჭედი (The Adventure of the Red Circle)
    • ბრიუს-პარტინგტონის ნახატები (The Adventure of the Bruce-Partington Plans)
    • შერლოკ ჰოლმსი სიკვდილის პირას (The Adventure of the Dying Detective)
    • ლედი ფრემსის კარფექსის გაუჩინარება (The Disappearance of Lady Frances Carfax)
    • ეშმაკის ფეხი (The Adventure of the Devil’s Foot)
    • გამოხათხოვარი თავისდაკვრა (The Last Bow)
  • შერლოკ ჰოლმსის არქივი (1927, The Case-Book of Sherlock Holmes)
    • მაზარინის ქვა (The Adventure of the Mazarin Stone)
    • თორის ხიდი (The Adventure of the Thor Bridge)
    • ოთხზე მბობღავი კაცი (The Adventure of the Creeping Man)
    • სუსექსელი ვამპირი (The Adventure of the Sussex Vampire)
    • სამი ჰარიდი (The Adventure of the Three Garridebs)
    • ცნობილი პიროვნება (The Adventure of the Illustrious Client)
    • სამი თავხე (The Adventure of the Three Gables)
    • გათეთრებული მებრძოლი (The Adventure of the Blanched Soldier)
    • ლომის ფაფარი (The Adventure of the Lion’s mane)
    • გადამდგარი საღებავებით მოვაჭრე (The Adventure of Retired Colourman)
    • პირბადიანი მდგმური (The Adventure of the Veiled Lodger)
    • შოსკომბის საიდუმლოება (The Adventure of Shoscomb Old Place)
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: