ეკატერინე ზღულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეკატერინე ზღულაძე
ეკატერინე ზღულაძე
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2014 – 11 მაისი, 2016
პრეზიდენტი  პეტრო პოროშენკო
პრემიერ-მინისტრი  არსენი იაცენიუკი

საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2006 – 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ნოღაიდელი, ვლადიმერ გურგენიძე, გრიგოლ მგალობლიშვილი, ნიკა გილაური, ივანე მერაბიშვილი

დაბადებული18 ივნისი, 1978 (1978-06-18) (45 წლის)
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნებაქართველი
მეუღლეგეგა ფალავანდიშვილი, რაფაელ გლიუქსმანი (2011-დღემდე)
შვილებიალექსანდრე გლიუქსმანი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაჟურნალისტი
ჯილდოებიბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ეკატერინე ზღულაძე (დ. 18 ივნისი 1978, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე; უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე 2014 წლის 17 დეკემბრიდან 2016 წლის 11 მაისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთი წელი სწავლობდა სამართალს აშშ-ის ოკლაჰომის შტატის უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.[1] გარკვეული დროით მუშაობდა თარჯიმნად საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2004-2005 წლებში მუშაობდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ში.[1]

2006-2012 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.[2] მინისტრის — ბაჩანა ახალაიას გადადგომის შემდეგ, რაც 2012 წლის 19 სექტემბერს, საპატიმროებში მსჯავრდებულების წამების ფაქტების გამოაშკარავებას უკავშირდებოდა, გახდა მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებელი 2012 წლის 20 სექტემბრიდან იმავე წლის 25 ოქტომრამდე.

2014 წლის 13 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანების შესაბამისად მიენიჭა უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე დანიშვნის მიზნით.[3] პეტრო პოროშენკომ ზღულაძეს უკრაინის მოქალაქის პასპორტი პირადად გადასცა.[4] 2014 წლის 17 დეკემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაამტკიცა.[5]

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მან უთხრა უკრაინის ხელმძღვანელობას, რომ მათი ახლო ურთიერთობები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის მოკავშირეებთან, ასევე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, აზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს.[6]

ეკატერინე ზღულაძის პირველი მეუღლე იყო გეგა ფალავანდიშვილი. 2011 წელს ცოლად გაჰყვა ებრაული წარმოშობის ფრანგ ჟურნალისტსა და კინორეჟისორ-დოკუმენტალისტს რაფაელ გლიუქსმანს, რომელიც ცნობილი ფილოსოფოსისა და მწერლის ანდრეი გლიუქსმანის შვილია.[7] ჰყავს შვილი ალექსანდრე გლიუქსმანი.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ეკა ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ ინიშნება
  2. შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ეკატერინე ზღულაძე შეასრულებს საინფორმაციო სააგენტო „GHN“.
  3. Georgia’s Ex-Deputy Interior Minister Set to Take Same Post in Ukraine დაარქივებული 2014-12-15 საიტზე Wayback Machine. civil.ge (ინგლისური)
  4. ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა
  5. ეკატერინე ზღულაძე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაამტკიცეს
  6. ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ‘აზიანებს’ ურთიერთობებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-12-25.
  7. ეკა ზღულაძის სამსახურებრივი და პირადი...
  8. ეკატერინე ზღულაძე