საბადელი
საბადელი — ქალაქი ესპანეთში, ბარსელონის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე რიპოლის ნაპირზე. არის ბარსელონის სამრეწველო ქალაქ-თანამგზავრი. 1975 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 159 ათასი ადამიანი, 2018 წლის მონაცემებით კი 212 ათასი. არის კატალონიის სიდიდით მეხუთე ქალაქი. მოქმედებს საფეხბურთო კლუბი „საბადელი“. ქალაქში დაიბადა ცნობილი ფეხბურთელი სერხიო ბუსკეტსი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 541.